|
2021-09-01 18:21:39, 473 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი- აცრები, პირბადე, დისტანცია, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა არ გაჩერდეს ქვეყანაში
პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს; ვუსმენთ რა ეპიდემიოლოგებს, ჩვენს ექიმებს, არსებობს ძალიან ოპტიმისტური, დამაჯერებელი პროგნოზებია, რომ რამდენიმე კვირაში ჩვენ გადავტეხავთ ამ სიტუაციას და ეპიდემიოლოგიური ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამის თქმის საფუძველს იქნება ვაქცინაციის ტემპები, რომელიც კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს. „რა გვაძლევს ამის საფუძველს?! პირველ რიგში ვაქცინაცია, რომელიც მიმდინარეობს ეფექტიანად, სწრაფი ტემპებით, კიდევ უფრო უნდა დავაჩქაროთ, ჩვენ 30 ათას აცრას ვაკეთებთ დღეში, მაგრამ კიდევ უფრო მეტ უნდა გავაკეთოთ, 40 ათასამდე უნდა ავიდეთ დღეში, კიდევ ერთი მილიონი ადამიანის აცრა მოვახერხოთ ერთი თვის განმავლობაში. აცრები, პირბადე, დისტანცია, გავიჭირვოთ რამდენიმე კვირა კიდევ და ყველა პროგნოზის მიხედვით, ოქტომბრიდან დამშვიდდება სიტუაცია. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა არ გაჩერდეს ქვეყანაში და გაგრძელდეს ისეთივე ტემპებით, როგორიც გვაქვს ახლა. მე ჩემს გამოსვლებში ვამბობ და მინდა გავიმეორო კიდევ, რომ გვაქვს ძალიან ძლიერი, სოლიდური ეკონომიკური ზრდა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ გვქონია ბოლო წლების განმავლობაში. 10-12 წელზე მეტია, უფრო მეტიც, 2007 წელს იყო ბოლოს ორნიშნა ზრდა, მაშინ იყო აბსოლუტურად სხვა ვითარება მთელს მსოფლიოში. მთელს რეგიონში, ევროპაში, ამერიკაში, ყველგან იყო ეკონომიკური განვითარების ძალიან მაღალი ტემპები. ახლა არის სხვა ვითარება, ჩვენ მართლაც გვაქვს გამორჩეული ეკონომიკური ზრდა, ამას სჭირდება შენარჩუნება, მეგობრებო. ეკონომიკური ზრდა რატომ არის კარგი? იმიტომ, რომ ჩვენს ბიუჯეტში, ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა დამატებითი რესურსი, მილიარდ 200 მილიონით გავზარდეთ ბიუჯეტი, რითაც კიდევ უფრო მეტი პროგრამები დაფინანსდა და დაფინანსდება კიდევ უფრო მეტი პროექტი, ხალხზე ორიენტირებული მეტი პროგრამა", - განაცხადა პრემიერმა.
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)