|
2021-08-31 12:27:36, 663 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნების" მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებმა ლილოს დასახლებაში შეხვედრები გამართეს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი აგრძელებს წინასაარჩევნო შეხვედრებს. ამჯერად კახა კალაძე, საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ რევაზ სოხაძესთან ერთად, ლილოს დასახლებას სტუმრობდა. კახა კალაძემ ლილოს მოსახლეობას სამომავლო პროექტები და მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. მანვე ხაზი გაუსვა იმ პრობლემებს, რომლის წინაშე ლილოს დასახლება ჯერ კიდევ დგას. „იმაზე ორჯერ-სამჯერ მეტს გავაკეთებთ, რაც გავაკეთეთ 4 წლის განმავლობაში. მართლაც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლებში, თუმცა, შეგვეძლო კიდევ უფრო მეტი გაგვეკეთებინა. გარკვეული დაპირებები მქონდა, რომელთა შესრულება ვერ შევძელით იმის გამო, რომ ბოლო ორი წელია, ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია. დაგეგმილი პროექტებისთვის განსაზღვრული თანხების გადამისამართება მოგვიწია იმ ოჯახებისთვის და იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუჭირდათ ამ ვითარებაში. არ იფიქროთ, რომ ის პროექტები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, არ გაკეთდება. პირიქით, იმაზე მეტი გაკეთდება, მეტი ენთუზიაზმით და მეტი ენერგიით. ჩვენ ვიცით, დღეს რა პრობლემებია თითოეულ სადარბაზოში, თითოეულ უბანში, თითოეულ რაიონში, ამიტომ, საკმაოდ ამბიციური გეგმებით მოვდივართ", - აღნიშნა კახა კალაძემ. კახა კალაძემ და რევაზ სოხაძემ დაათვალიერეს ლილოს დასახლებაში ახლადგახსნილი საცურაო აუზი, რომელიც მოსახლეობის დიდი ხნის სურვილი იყო, ასევე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს. „ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ამავე დროს, აქტიურად ვმუშაობთ იმ პრობლემებზე, რომელიც ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება. შეიძლება რომელიმე პრობლემა ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ გვერდში დგომას ყოველთვის იგრძნობთ. თქვენც და ჩვენც უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ საუკეთესო უბანში იცხოვროთ", - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ. კანდიდატები სტურუას ქუჩაზე მდებარე სპორტულ მოედანზეც იმყოფებოდნენ, რომლის რეაბილიტაციაც ახლო მომავალში იგეგმება. რაც შეეხება სტურუას ქუჩას, მისი რეაბილიტაცია 2020 წელს განხორციელდა, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარი. შეხვედრებს ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ასევე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)