08:07 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-30 11:33:02, 574 ნახვა

საზოგადოება
მამუკა წოწოერია ირაკლი ჩიქოვანთან ერთად ყულიშკარის მოსახლეობას ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში რამდენიმე უბანში შეხვდა

„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია სოფლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. მერობის კანდიდატი ამჯერად პარლამეტში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ჩიქოვანთან და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ჯონი ჯიქიასთან ერთად სოფელ ყულიშკარში მოსახლეობას ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში შეხვდა.

„აღსანიშნავია, რომ ამ სოფელში განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი: სოფელს გააჩნია წყალმომარაგების გამართული სისტემა, ასევე მიმდინარეობს სრული გაზიფიცირება, დასრულდა საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ავაშენეთ ამბულატორია,  მიმდინარეობს ორი საავტომობილო გზის - საროგაოს უბნის და ეკლესიასთან მისასვლელი გზის მშენებლობა. მოსახლეობასთან ვისაუბრეთ აქტუალურ საკითხებზე და გამოიკვეთა ერთი ძირითადი პრობლემა, ესაა გამარჯვების უბნის  საავტომობილო გზის საკითხი, რომელიც აუცილებლად  დამუშავდება და უახლოეს პერიოდში მოსახლეობას ჩვენ ვეტყვით კონკრეტულ დროს, თუ როდის დავიწყებთ ამ გზის მშენებლობას" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

პარლამენტის წევრის, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შეხვედრები საინტერესო ფორმატში მიმდინარეობს, რაც მოსახლეობასთან ინდივიდუალური კომუნიკაციის საშუალებას იძლევა:

„ამ სოფელში მართლაც ბევრი პროექტი განხორციელდა, რომელმაც მოიტანა უფრო მეტი კომფორტი ადგილობრივებისთვის, თუმცა კვლავაც გვაქვს გამოწვევები და ამ გამოწვევებთან სწორი გადაწყვეტის, სწორი მიდგომების ჩამოყალიბებას ვცდილობთ და ვცდილობთ რომ ჩვენს მოსახლეობას მივცეთ ის პირობა, რომელიც იქნება გამყარებული საქმით და  რომელიც შესრულდება ზუსტად იმ ვადებში და იმ დროში რა მოლოდინიც ჩვენს მოსახლეობას აქვს.

რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ ადმინისტრაციულ ერთეულშიც გვექნება ძალიან მაღალი მხარდაჭერა, რადგან წლების  განმავლობაში ყველა არჩევნებში ეს სოფელი გვიჭერდა მხარს, მაგრამ ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ შევჩერდეთ, კვლავაც ბევრ საკეთილდღეო პროექტს განვახორციელებთ, როგორ ამ, ასევე სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics