07:27 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 10:25:51, 377 ნახვა

საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი - „ვიზეარის" ტოპ მენეჯმენტთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებებით ახალი ავიარეისების დამატება განვიხილეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარის" ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქართული მხარის მოწვევით ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. აღინიშნა, რომ კომპანია მზადაა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის  მიმართულებებით ახალი ავიარეისები დაამატოს.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით,  სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანია „ვიზეარის" ტოპ მენეჯმენტი საქართველოში ქართული მხარის მოწვევით იმყოფება.  ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, ასევე ადგილზე გაეცნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე სარკინიგზო სადგურის მიმდინარე სამშენებლო პროცესს, რომელიც ძალიან მალე დასრულდება.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, რა დროსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატება განვიხილეთ. ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე უკვე მიმდინარე წელს ვიხილავთ „ვიზეარის" ახალ მიმართულებებს ქუთაისის აეროპორტში, რასაც ძალიან პოზიტიური ზეგავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის დინამიკის ზრდაში და რაღა თქმა უნდა, ავიაციის სექტორის გაძლიერებაში", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics