14:41 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-25 12:18:37, 850 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - პარადოქსია, როდესაც ომბუდსმენის მხრიდან მოწოდება ისმის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე

ნინო ლომჯარიას კარგად ვიცნობ და არ მინდა, დავაბრალო, რომ ამ შემთხვევაში სააკაშვილის დავალების შემსრულებელი აღმოჩნდა - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის განცხადება შეაფასა. 

მისი თქმით, პარადოქსია, როდესაც სახალხო დამცველის მხრიდან მოწოდება ისმის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, რომლის გარეშეც არჩევნების გადადება შეუძლებელია.

„რაც შეეხება სახალხო დამცველის განცხადებას, სამწუხაროა, რომ არჩევნების გადადების კამპანიაში მოხვდა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას კარგად ვიცნობ და არ მინდა, დავაბრალო, რომ ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გარე სპიკერი და სააკაშვილის დავალების შემსრულებელი აღმოჩნდა, მაგრამ სულ მცირე, ის შეცდომაშია შეყვანილი, რადგან პარადოქსია, როცა სახალხო დამცველის მხრიდან მოწოდება გვესმის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, რომლის გარეშეც არჩევნების გადადება შეუძლებელია.

არჩევნების გადადება არაფერს ცვლის, უბრალოდ, ისინი ელოდებიან რაღაცას, რაც გამოიწვევს ქაოსს, არეულობას. ვინაიდან, ამას მოკლე დროში ვერ ახერხებენ, ამისთვის სჭირდებათ დრო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics