|
2021-08-23 15:50:27, 503 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი კახეთის რეგიონში პედაგოგებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კახეთის რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.-ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს მათი ცნობით, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულების იმუნიზაციის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი და პედაგოგებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. მინისტრის განმარტებით, სკოლის პერსონალის 80% უნდა იყოს ვაქცინირებული იმისთვის, რომ სკოლა უსაფრთხო სივრცედ იქცეს და ჯანდაცვის უწყებამ სასწავლო პროცესის საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღდგენის რეკომენდაცია გასცეს. საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპზე აცრილია პედაგოგთა თითქმის 40–%. "შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ გამკაცრებულ მონიტორინგზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ კონტროლის მიუხედავად, დარღვევის ფაქტები კვლავ ფიქსირდება რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ინსპექციამ 20-მდე ობიექტი დალუქა, 35-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი კი, დააჯარიმა. კიდევ ერთი საკითხი, რაც ბექა ფერაძემ გამოჰყო ტურიზმის სექტორისთვის - განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის დასაქმებულების ორკვირიანი პერიოდულობით ტესტირების ვალდებულებას ეხება. მისი განცხადებით, ინიციატივას საკოორდინაციო საბჭოზე წარადგენს. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვისთვის, რეგიონში ოპერირებადი განთავსებისა და კვების ობიექტების მენეჯმენტს „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. მან უსაფრთხო მასპინძლობისთვის იმუნიზაციის საჭიროებაზე გააკეთა აქცენტი და რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნო. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა. მიმართვის შემდეგ, მომხსენებლებმა აუდიტორიის მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხეს. რეგიონებში შეხვედრები Covid-19 წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის მხარდაჭერით იმართება და Covid-19"-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის უზრუნველყოფას ემსახურება"-ნათქვამია განცხადებაში
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)