|
2021-08-23 13:01:54, 794 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ვაშაძე – ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა, მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში უნდა გამკაცრდეს რეგულაციები
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსთან მიმართებაში უმძიმესი ვითარებაა და სანამ მოსახლეობის 60% არ იქნება ვაქცინირებული, მანამდე რთული იქნება რეგულაციების მოხსნა. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და მოქალაქეებისთვის ტესტირება უნდა გახდეს უფასო. „ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება კოვიდთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ის, რაც ხდება, ვერ შეფასდება, რომ რამის მართვა ან ორგანიზება მიმდინარეობს. გვაქვს ქაოსი და ასეთ მძიმე ვითარებას სჭირდება სისტემური მართვა, ანტიკრიზისული მართვა, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად გამოგვიყვანს ამ მდგომარებიდან და მოგვცემს შესაძლებლობას, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. სამედიცინო პერსონალი უმძიმეს მდგომარეობაშია - წელიწადნახევარია ფაქტობრივად 24/7 რეჟიმში მუშაობს და გმირობაა ის გამძლეობა, რასაც ექიმები უძლებენ. რაც შეეხება გამოსავალს, გამოსავალი არის ერთადერთი - ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინიმუმ ორი კვირის მანძილზე უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, რომ გადაცემის ჯაჭვი შეწყდეს ქვეყანაში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდეს ვაქცინაციის შესაძლებლობა და ხელმისაწვდომობა, ასევე ტესტირების შესაძლებლობა - ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს უფასო ტესტირება, რომ დროულად მოხდეს ინფიცირებულთა გამოვლენა. სანამ ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობით დაახლოებით 60%-იან ნიშნულს არ მივაღწევთ, მანამდე ძალიან რთული იქნება რეგულაციების მოხსნა, რადგან ფატალური ვითარება გვაქვს“, – განაცხადა ვაშაძემ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)