|
2021-08-19 16:22:24, 768 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა- თითოეულ ჩოხატაურელს მიეცემა საშუალება, ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით ახალგაზრდებს
თითოეულ ჩოხატაურელს მიეცემა საშუალება, ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან ამბიციური, ნიჭიერი ადამიანები არიან-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „ქართული ოცნების" ჩოხატაურის მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის წარდგენაზე. მისი თქმით, ჩოხატაური გამორჩეულია ბუნებრივი რესურსებით, სოფლის მეურნეობის კუთხით. სწორედ ამიტომ, ამ მხრივ, ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა. კუჭვას განმარტებით, ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ ადგილობრივ მოსახლეობას, რათა კიდევ უფრო აქტიურები იყვნენ ამ მიმართულებით. "საქართველოს თითოეული მუნიციპალიტეტი გამორჩეულია თავისი სილამაზით. ჩოხატაურში რომ ამოხვალ და გადახედავ მთა-ბარს, ნახავ როგორი განსხვავებულია თავისი ლანდშაფტით, გარემოთი. მას უდიდესი პოტენციალი აქვს და იგი უნდა გახდეს ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე ტურიზმისთვის იქნება ერთ-ერთი მთავარი ადგილი. კურორტები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც - ბახმარო, გომის მთა, ის სილამაზე, რომელზეც ბევრი წერს, ფოტოებს იღებენ ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ავრცელებენ, აუცილებელია კიდევ უფრო განვავითაროთ. ვიცი, რომ სტატუსი უკვე მიენიჭა ბახმაროს, გენგეგმაც შემუშავებულია. პრობლემები და გამოწვევები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, უნდა აღმოიფხვრას - განაშენიანების კუთხით, სტანდარტების დაცვის კუთხით, აუცილებელია ვიზრუნოთ გარემოზე, რაც ნიშნავს იმ ლანდშაფტის, ტყეების მოვლას, რაც ამ გარემოსთვის მიკროკლიმატს ქმნის და რა თქმა უნდა, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც დამატებით მოსდევს ტურიზმს. ეს ულამაზესი სასახლე, რომელიც გარემონტდა, სადაც პირველად ვარ და ძალიან მომეწონა. ვიცი, რომ ბევრი სხვა მნიშნელოვანი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა რეაბილიტირდეს და მოიზიდოს პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი უცხოელი მეგობრები. ეს მხარე, გამორჩეულია ბუნებრივი რესურსებით, სოფლის მეურნეობის კუთხით ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა. აქ ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მოსახლეობას, რათა კიდევ უფრო აქტიურები იყვნენ ამ მიმართულებით. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გვეყოლება ძლიერი გუნდი, ძლიერი საკრებულო. მოლოდინი გვაქვს, რომ თითოეულ ჩოხატაურელს მიეცემა საშუალება, ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან ამბიციური, ნიჭიერი ადამიანები არიან. მათ ესმით პოლიტიკა, მმართველობა და ვიცი, რომ ეს შესაძლებლობა მიეცემათ იმ ახალგაზრდა გუნდის მეთაურობით, რომელიც წარმოდგენილია თვითმმართველობის არჩევნებზე."-განაცხადა კახა კუჭავამ
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)