|
2021-08-19 12:14:48, 690 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეგვიძლია ქვეყნის მართვა მშვიდობით და სტაბილურობით, არის „ქართული ოცნება“
სწორედ თქვენი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ის, რომ ჩვენმა გუნდმა 7 არჩევნებში გაიმარჯვა ღირსეულად და დამაჯერებლად. თქვენი გვერდში დგომით და თქვენი სწორი ანალიზით, თქვენი გამჭრიახობით, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის საერთო მართვით და ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ის, რომ ქვეყანაში, მეგობრებო, დასადგურდა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის განმსაზღვრელი ყველაფრის, ნებისმიერი გადაწყვეტილების, განვითარების, პროგრესის, წინსვლის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ლანჩხუთის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა, პირველ რიგში, ყველას მიულოცა ფერისცვალება. მან სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მშვიდობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მშვიდობას მოფრთხილება და დაფასება სჭირდება და ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ შეუძლია ქვეყნის მართვა მშვიდობით და სტაბილურობით, არის „ქართული ოცნება". „მივესალმები გურიას და მივესალმები ლანჩხუთს. პირველ რიგში, მინდა ყველას მოგილოცოთ ფერისცვალება. დღეს 19 აგვისტოა, ფერისცვალება და ყველას გილოცავთ. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, თქვენთან ერთად. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ საარჩევნო კამპანია და ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის და მორიგი გამარჯვებისთვის. როგორც მითხრეს, სიტყვა გურია გულიდან მოდის და მინდა, რომ ყველაზე გულიან ხალხს გაუმარჯოს. მინდა, რომ კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, გვერდში დგომისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ის, რომ ჩვენმა გუნდმა 7 არჩევნებში გაიმარჯვა ღირსეულად და დამაჯერებლად. თქვენი გვერდში დგომით და თქვენი სწორი ანალიზით, თქვენი გამჭრიახობით, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის საერთო მართვით და ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ის, რომ ქვეყანაში, მეგობრებო, დასადგურდა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის განმსაზღვრელი ყველაფრის, ნებისმიერი გადაწყვეტილების, განვითარების, პროგრესის, წინსვლის. ვინ თუ არა გურულებმა ვიცით ძალიან კარგად მშვიდობის ფასი და შემთხვევითი არ არის, რომ პირველ სიტყვას გურული ამბობს მშვიდობისთვის. მშვიდობას მოფრთხილება და დაფასება სჭირდება. ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ შეგვიძლია ქვეყნის მართვა მშვიდობით და სტაბილურობით, არის „ქართული ოცნება". ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ყველა რეგიონში შევიტანეთ პროგრესი, განვითარება და წინსვლა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ჩვენი ქვეყანა, მას შემდეგ, რაც არის დამოუკიდებელი, მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, ძალიან ბევრი სირთულე გავიარეთ, ძალიან ბევრ განსაცდელს გავუძელით, ბევრი სიდუხჭირე, ბევრი ეკონომიკური გაჭირვება ნახა ჩვენმა ხალხმა, მაგრამ ქართველი ხალხი დგას ძლიერად და მტკიცედ. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი ინვესტიცია სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა გვჭირდება ჩვენ, ყველას. ამისთვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხელშესახები შედეგები, მაგრამ მე უნდა ვისაუბრო ასევე ჩვენს გრძელვადიან გეგმებსა და მომავალზე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)