|
2021-08-18 14:15:26, 468 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა - მთიანი აჭარა განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, ეს ის სიმდიდრეა, რომელიც უნდა ნახოს ყველამ
მთიანი აჭარა განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, ზღვით იწყება, მოსდევს სუბტროპიკული ჰავა და ტყეები, მას მოსდევს წიწვოვანი ტყე და ალპურ ზონაში ავდივართ ბოლოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ შუახევში განაცხადა. როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ორი საათის მანძილზე, ასეთი განსხვავებული სილამაზე და თანმიმდევრულად განვითარებული გარემოს თანწყობა იშვიათია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის „მივესალმები სილამაზით გამორჩეულ შუახევს. მთიანი აჭარა განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. ზღვით იწყება, მოსდევს სუბტროპიკული ჰავა და ტყეები, მას მოსდევს წიწვოვანი ტყე და ალპურ ზონაში ავდივართ ბოლოს. ორი საათის მანძილზე, ასეთი განსხვავებული სილამაზე და თანმიმდევრულად განვითარებული გარემოს თანწყობა იშვიათია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის. სად ვნახავთ ასეთ განსხვავებულ კლიმატებს და ტყეებს ორი საათის მანძილზე?! ეს ის სიმდიდრეა, რომელიც უნდა ნახოს ყველამ, სრულიად საქართველომ და იგი გარე ტურიზმისთვის მომზადებული უნდა იყოს. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის პროექტები, რომელიც ახლა დავათვალიერეთ და კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს, როდესაც დასრულდება. არ ვსაუბარობ მხოლოდ ინვესტიციებზე, თუ რა რაოდენობის ინვესტიცია ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მხრიდან. საუბარია იმაზე, რომ თავისი მნიშვნელობით მაქსიმალურად განსხვავებული უნდა იყოს ეს რეგიონი და მიმზიდველი აბსოლუტურად ყველასთვის, იქნება ეს საქართველოს თუ უცხოეთის მოქალაქე. ტურიზმის დეპარტამენტის პრიორიტეტია ამ რეგიონის განვითარება იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს. ამიტომ მნიშვნელოვანია ძლიერი თვითმმართველობა – მერი, რომელსაც აქვს ხედვა, რომელიც ხელს შეუწყობს ბოლომდე იქნას ათვისებული პოტენციალი, ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით. დარწმუნებული ვარ, ის პროგრამები, რომელზეც დღეს, ხელი მიუწვდება საქართველოს ყველა მოქალაქეს, კიდევ მეტად იქნება გამოყენებული იქნება ეს სოფლის მეურნეობა, აგროტურიზმი თუ ეკოტურიზმი. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მიმდინარეობს – თუ არ ვცდები, 17 მარტო სპორტული მოედანი აშენდა ამ ბოლო პერიოდში. ეს მხოლოდ დასაწყისია. აუცილებელია უფრო მეტი ტემპი, აქტიურობა, მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია, მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა, რომ ისინი ბოლომდე შევინარჩუნოთ რეგიონებში და მათ თავიანთი პოტენციალი მოახმარონ ამ კუთხეს – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის უნდა შევქმნათ მეტი შესაძლებლობა. წარმატებას ვუსურვებ მერობის კანდიდატს, ჩვენს ძლიერ გუნდს და დარწმუნებული ვარ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კუჭავამ.
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)