|
2021-08-17 20:34:12, 519 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ზოიძე - მადლობა ჩემს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, ქობულეთის მერობა პატივია და პასუხისმგებლობა, ამავდროულად, არის სიამაყე
მადლობა ჩემს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, ქობულეთის მერობა პატივია და პასუხისმგებლობა, ამავდროულად, არის სიამაყე - განაცხადა „ქართული ოცნების" ქობულეთის მერობის კანდიდატმა ლევან ზოიძემ წარდგენაზე. მისი თქმით, „ქართული ოცნების" გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, ინოვაციური და სოციალური პროექტების განხორციელება. „საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში ჩემთვის პრიორიტეტი იყო მოქალაქე და მასთან ურთიერთობა, აქედან გამომდინარე, ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემი შემდგომი სამუშაო რეჟიმიც გაგრძელდება მოქალაქეებთან მაქსიმალური ჩართულობით. ჩვენმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, ინოვაციური და სოციალური პროექტების განხორციელება. ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ პროექტებს მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განათლება, ხელოვნება, სპორტი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, ქობულეთის მერობა პატივია და პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად არის სიამაყე" - განაცხადა ლევან ზოიძემ. მერობის კანდიდატმა ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიის პირველი ათეული წარადგინა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: დავით წულუკიძე, იოსებ ჟღენტი, ავთანდილ გოგიბერიძე, ლადო ხოზრევანიძე, ლაშა ხახუტაიშვილი, დავით მჭედლიშვილი, ჯემალ ბლადაძე, გელა შაქარიშვილი, ირაკლი ქათამაძე, ზურაბ ხინიკაძე, ალექსანდრე ხიდაშელი, ედნარ თურმანიძე, როინ ჩხაიძე. პროპორციული სიის პირველ ათეულში არიან: დავით ვერულიძე, გელა გოგიტიძე, ლია შაქარიშვილი, თედო ტაკიძე, გიორგი გოგიტიძე, ნათია თხილაიშვილი, დავით პაპუნაიშვილი, სულხან ბორჯელაძე, ეკატერინე კოჭლამაზაშვილი, მამია ჟორდანია.
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)