|
2021-08-17 16:53:07, 349 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - მომავალ მერთან და საკრებულოში ჩვენს უმრავლესობასთან ერთად შევძლებთ, თითოეული ხელვაჩაურელის პრობლემა გადავჭრათ ეფექტური კომუნიკაციით
დარწმუნებულები ვართ, მომავალ მერთან, ძალიან ღირსეულ ადამიანთან, გამოცდილ საჯარო მოხელესთან და საკრებულოში ჩვენს უმრავლესობასთან ერთად შევძლებთ, თითოეული ხელვაჩაურელის პრობლემა გადავჭრათ ეფექტური კომუნიკაციით, ხალხის სამსახურში. ხელვაჩაური ყოველთვის ედგა ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ჩვენს ერთიან გუნდს გვერდში და ეს არც წელს იქნება გამონაკლისი - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის ზაზა დიასამიძის წარდგენაზე. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მიუხედავად პანდემიისა, აჭარაში არც ერთი პროექტი არ გაჩერებულა და წელს არსებული უპრეცედენტო ბიუჯეტის ფარგლებში კიდევ უფრო მეტი დინამიკით გაგრძელდება, განსაკუთრებით ხელვაჩაურში დაგეგმილი პროექტები. „დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა, რადგან წარვადგენთ ძალიან ღირსეულ გუნდს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ის ადამიანები, რომლებიც შეირჩნენ, მომავალი მერი, მომავალი საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან" დარწმუნებული ვარ, თქვენს ყველა პრობლემას ადგილზე ეფექტურად გადაწყვეტენ. დღეს ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მსოფლიო, ებრძვის პანდემიას, მიუხედავად პანდემისაა, არც ერთი პროექტი არ გაჩერებულა. მთავრობის ეფექტური გადაწყვეტილებებით, პრემიერ მინისტრის მეთაურობით, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ წელს ტურისტი მიეღო აჭარას, ამ მუნიციპალიტეტს და მისასალმებელია, რომ პანდემიის ეფექტურ მართვასთან ერთად გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, რომელიც ნიშნავს შემოსავლებს, შენარჩუნებულ სამუშაო ადგილებს, ახალ განვითარებას. განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ, ერთ-ერთმა პირველმა შეძლო ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა. დღეს ყველას, აჭარაში და მთელ ქვეყანაში აქვს ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე, რომ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე, ჩვენი ახლობელი და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა. ამიტომ, ბუნებრივია, პანდემიის მართვასთან ერთად ჩვენ არც ერთ პროექტს არ გავაჩერებთ და კიდევ უფრო მეტი შემართებით და დინამიკით, განსაკუთრებით ხელვაჩაურში განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს უკვე წელს არსებული უპრეცედენტო ბიუჯეტის ფარგლებში. მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10 კმ-ზე მეტი გზა დაიგება წლის განმავლობაში. აშენდება 2 ახალი სკოლა, 7 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. ჩვენთან ძალიან ახლოს, აქ ვითარდება ხელვაჩაურის ინდუსტრიული ზონა სადაც 20-ზე მეტი პროექტი ხორციელდება და ჯამში ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ადგილზე შეიქმნას 1500-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ხელვაჩაური, რომელიც საზღვრისპირა დასახლებაა, ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ძლიერების სიმბოლო და ხელვაჩაურის მცხოვრებლები ყოველთვის იყვნენ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. ამიტომ, ხელვაჩაურის მაღალმთიან დასახლებებსაც კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდება. სწორედ ამიტომ, მაჭახელას ეთნოსოფელი იქნება ახალი ტურისტული მიმართულება, სადაც ძალიან ბევრ სტუმარს მიიღებენ ჩვენი ხელვაჩაურელები და შეძლებენ ადგილზე გააჩინონ ახალი სამუშაო ადგილები, მიიღონ შემოსავლები, რომელიც უზრუნველყოფს მათ კეთილდღეობას. როგორც შარშან, ასევე წელს ჩვენ გავაგრძელეთ უფასო ხვნა-თესვის პროგრამა, რომელიც თითოეული ფერმერისთვის, თითოეული გლეხისთვის ნიშნავს მაქსიმალურ ხელშეწყობას, რომ ადგილზე შეიქმნას დოვლათი და ყველამ შეძლოს თავისი ოჯახის მოვლა-პატრონობა. ეს პროგრამები მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, მომავალ მერთან ერთად, ძალიან ღირსეულ ადამიანთან, გამოცდილ საჯარო მოხელესთან ერთად და საკრებულოში ჩვენს უმრავლესობასთან ერთად შევძლებთ, თითოეული ხელვაჩაურელის პრობლემა გადავჭრათ ეფექტური კომუნიკაციით, ხალხის სამსახურში. ხელვაჩაური ყოველთვის ედგა ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ჩვენს ერთიან გუნდს გვერდში და ეს არც წელს იქნება გამონაკლისი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, გავერთიანდებით ჩვენი ქვეყნისა და ხელვაჩაურის წარმატებისთვის" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობა დასავლეთის ქვეყნების საიმიგრაციო პოლიტიკას დაუკავშირა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)