|
2021-08-14 13:42:29, 569 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო 8 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ" დაახლოებით 7000 კილომეტრამდე გზების რეაბილიტაცია მოახერხა
2850 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოხერხდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, 150 კილომეტრი მაგისტრალური გზა დაიგო. ჯამში დაახლოებით 7000 კილომეტრამდე გზების რეაბილიტაცია მოახერხა „ქართულმა ოცნებამ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მალხაზ ბეგიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემდგომ წლებში დაგეგმილია დაახლოებით 32 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელება მხოლოდ ინფრასტრუქტურაში. „ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ძალიან სერიოზული პროგრესი განიცადა. ყველა მიმართულებით გვაქვს ჩვენ პროგრესი და რეალური წინსვლა. იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. მაგალითად, სიღნაღს, 300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროქტი განხორციელდა, აშენდა სკოლები, ბაღები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ალიან ბევრ შენობას, სკოლას, ბაღ, გზები აშენდა დამატებით. 2850 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოხერხდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, 150 კილომეტრი მაგისტრალური გზა დაიგო. ჯამში დაახლოებით 7000 კილომეტრამდე გზების რეაბილიტაცია მოახერხა „ქართულმა ოცნებამ". შემდგომ წლებში ჩვენ გვაქვს დაგეგმილი დაახლოებით 32 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელება მხოლოდ ინფრასტრუქტურაში. სოფლის მეურნეობაში გვაქვს შემუშავებული გეგმები, რომლის განხორციელებაშიც 7 მილიარდი ლარი დაიხარჯება. ადგილობრივი წარმოების მიმართულებით მომდევნო სამ წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდი ლარი. შედეგად შექმნება ახალი სამუშაო ადგილები. რაც შეეხება მომდევნო წლების გეგმებს, ჩვენ შევიმუშავეთ მთავრობის გრძელვადიანი განვითარების გეგმები და ხედვა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება ეს არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა, თითოეული სექტორის მიმართულებით, ეს არის ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯარი, პოლიცია და ა.შ. ჩვენ გვჭირდება განვითარების შეტანა თითოეულ რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელში. ჩვენ ეტაპობრივად უნდა გარდავქმნათ ყველ ქალაქი და მუნიციპალიტეტი და ვაქციოთ ევროპული ტიპის ქალაქებად, მუნიციპალიტეტებად. ეს განვითარება უნდა ჩავიდეს თითოეულ სოფელში. ამისთვის რა თქმა უნდა საჭიროა მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის განმსაზღვრელი და საფუძველთა საფუძველი ნებისმიერი განვითარების შესანარჩუნებლად. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)