12:19 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 21:47:42, 993 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია სასამართლოში დაბარებაზე-არ ვაპირებ სასამართლოში გამოცხადებას-იქ ჩემი ფეხი არ იქნება

პოლიტიკური პარტია "დროას" დამფუძნებლმა  და  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ დღეს ინფორმაცია გაავრცელა,რომლის მიხედვითაც მას დაუკავშირდნენ სასამართლოდან და  უთხრეს რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით საქმე იყო აღძრული.  როგორც მას განუმარტეს, საქმე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენების პროტესტს   შეეხება,აღნიშნული პროცესის  განხილვა  სექტემბერსაა ჩანიშნული. 

პოლიტიკოსის თქმით, ის არ აპირებს სასამართლოში მისვლს და ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას. 

"უბრალოდ, სასაცილოა და სასაცილოსთან ერთად, ცინიკურია რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს, ხელისუფლება ბედავს და ამ პროტესტისთვის დევნის არა იმ მოძლადეებს, რომლებმაც იძალადეს ხალხზე, არამედ აქტივისტებს და ამ შემთხვევაში, მეც მეძახიან სასამართლოში. მინდა ვთქვა, რომ არ ვაპირებ არც სასამართლოში გამოცხადებას, არც ამ ცრუ ფარსში მონაწილეობის მიღებას, პირიქით, ეს გვმატებს იმ ენერგიას, რომ მსგავსი სასამართლო პროცესები აღარასდროს არ გაიმართოს ამ ქვეყანაში, სწორედ ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში, რომ მოძალადეს ჰქონდეს თავისი ადგილი და აზრის გამოხატვა მუდმივად იყოს დაცული. ამიტომ ეს მოსამართლე თუ ვინც იქნება, შეუძლიათ ეს პროცესი ატარონ, ჩემი ფეხი იქ რა თქმა უნდა, არ იქნება."-განაცხადა ხოშტარიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობა დასავლეთის ქვეყნების საიმიგრაციო პოლიტიკას დაუკავშირა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics