|
2021-08-13 20:56:31, 726 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - თელავს ძალიან მალე ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება
თელავს ძალიან მალე ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების" თელავის მერობის კანდიდატის, ლევან ანდრიაშვილის წარდგენაზე განახადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში, თელავში წელს იწყება ცნობილი შვიდი ბორცვის პროექტი განხორციელება. „ვსაუბრობთ რა ტურიზმზე თელავში, მინდა აღვნიშნო, რომ განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში ჩვენ ვიწყებთ ცნობილი შვიდი ბორცვის პროექტი განხორციელებას წელსვე. ასევე დამატებითი თანხები გამოიყოფა იმისთვის, რომ დამატებითი ცენტრების მოწყობა შევძლოთ. მოეწყობა ევროპული ტიპის ცენტრები ქალაქ თელავში, ასევე შვიდი ბორცვის პროექტი განხორციელდება ძალიან მალე. შედეგად, კიდევ უფრო მეტი ატრაქცია შეიქმნება თელავში. მე ვიცი, რომ თელავში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, არის წყალმომარაგება. არ ვიცი, მართლაც არ მაქვს კითხვაზე პასუხი, რატომ არ იყო მანამდე ეს საკითხი მოგვარებული. ბოლო წლების განმავლობაში ვიცი, რომ ეს საკითხი მწვავედ დგას. ცენტრალური მთავრობის მხრიდან ეს საკითხი საჭიროებდა უფრო მეტ აქტიურ ჩარევას და გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ მე გპირდებით, რომ ჩვენ წელსვე დავიწყებთ ამ პროექტს და თელავს ძალიან მალე ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)