|
2021-08-12 10:54:15, 478 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსთავში მოქმედი საწარმოების ინსპექტირება განახორციელეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1 ივნისიდან დღემდე, რუსთავში მოქმედი მსხვილი დამაბინძურებელი საწარმოების ინსპექტირება განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრება ახალ რეგულაციებს უკავშირდება - 2021 წლის 1 ივნისიდან, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის წარმოების მიზნით, ინსტრუმენტული მეთოდით, უწყვეტად განსაზღვროს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობა. „დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ინსპექტირება განხორციელდა შემდეგ საწარმოებში: შპს „რუსთავის ფოლადი“, შპს „ჯეოსთილი“, შპს „რუსელოისი“, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“, სს „რუსთავის აზოტი“, შპს „რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი“, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენი“, შპს „ჯეოფერომეტალი“, შპს „არსემ კორპი“ და შპს „ეი-ემ-ბი ალოისი“. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ არცერთი საწარმოს მიერ არ იყო შესრულებული ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კომპანიების მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 76-ე (1) მუხლის I ნაწილით და მასალები განსახილველად შესაბამის სასამართლოში გადაიგზავნა. უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, პირველ ჯერზე, ჯარიმა 10 ათას ლარს შეადგენს, განმეორების შემთხვევაში კი, ორმაგდება. სამართალდარღვევის ყველა მომდევნო ჯერზე ჯარიმად განსაზღვრულია 40 ათასი ლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ რეგულირების ობიექტების ინსპექტირებისას, გამოვლინდა სხვა ისეთი სამართალდარღვევებიც, როგორიცაა, მაგალითად, აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, გაუმართაობა, უქონლობა, ასევე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობისა და ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
5 ივლისი გაორმაგების დღეა - შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)