|
2021-08-11 11:41:04, 704 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - დღეს ომია და გამარჯვებულია ის, ვინც მტერს იარაღით და ცოდნით დაუპირისპირდება, ეს იარაღი ვაქცინაა
თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უხილავ მტერზე გამარჯვების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. „განცხადებებს დავიწყებ მოწოდებით, რაც დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რათა გადავარჩინოთ ჩვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს - ამისთვის კი მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს არის ვაქცინაცია. დღეს ომია და ამ ომში გამარჯვებული არის ის, ვინც მტერს იარაღით, ცოდნით და გონიერებით დაუპირისპირდება. ეს იარაღი არის ვაქცინა. იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რაც ჩვენნაირი პატარა ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ღერძია. მხოლოდ საფრთხეების რეალური გაცნობიერებით შევძლებთ ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდეთ. ავიცრათ, რათა დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ჩვენი შვილები, დედები, მამები, ბებიები და ბაბუები“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ვაქცინაციის შესაძლებლობის გამოყენება და ირგვლივ მყოფი ადამიანების მაქსიმალურად დაცვა სთხოვა. „ყველას მინდა ვთხოვო, მოვუწოდო, რომ ამ რთულ ვითარებაში, რასაც მთელი მსოფლიო ებრძვის და რომელსაც კოვიდ-19 ჰქვია, ერთადერთი გამოსავალი და შესაძლებლობა არის აცრა. ჩვენ ვაქცინაციის ყველანაირი საშუალება გვაქვს. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, მაქსიმალურად დავიცვათ საკუთარი თავი და ირგვლივ მყოფი ადამიანები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)