04:55 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 13:46:21, 475 ნახვა

საზოგადოება
პრემია „საბას“ ჟიურიმ ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ 2021 წლის ფინალისტები დაასახელა

ლიტერატურული კონკურსი „საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 89 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. 

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს „საბა“ მეცხრამეტედ ტარდება.  

2021 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ -  გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე  გახდება ცნობილი. 

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები:

1. ლელა დუმბაძე, ალი სმითის „შემოდგომა” (სულაკაურის გამომცემლობა)

2. მაია ფანჯიკიძე, თომას ბერნჰარდის „ტყის ჩეხა” (სულაკაურის გამომცემლობა)

3. თამარ კვიჟინაძე, კნუტ ჰამსუნის „მიწის მადლი” (სულაკაურის გამომცემლობა)

4. გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი” (სულაკაურის გამომცემლობა)

5. ლიკა ჩაფიძე, ავგუსტ სტრინდბერგის „წითელი ოთახი” (სულაკაურის გამომცემლობა)

6. ია ქვაჩახია, ელიფ შაფაქის „ათი წუთი და ოცდათვრამეტი წამი ამ უცნაურ სამყაროში” (პალიტრა L)

7. ხათუნა ცხადაძე, ელენა ფერანტეს „მარტოობის დღეები” (ზოლიანი კატა)

8. მანანა ანთაძე, უილიამ შექსპირის „ქარიშხალი” (სეზანი)

9. ლევან ბერძენიშვილი, ევრიპიდეს „4 ტრაგედია” (ინტელექტი)

10. ანი კოპალიანი, ტომას სტერნზ ელიოტის „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ” (ინტელექტი)

11. ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობა” (ინტელექტი)

12. თამარ რეკკ-კოტრიკაძე, ჯორჯ ორუელის „ცხოველების კარ-მიდამო” (ინტელექტი)

13. მზია გალდავაძე, დანიელ ვისერის „მთის დედოფალი” (ინტელექტი)





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics