|
2021-08-08 21:31:47, 4671 ნახვა
სპორტი
ცრემლები და ოვაციები - მესი ბარსელონას დაემშვიდობა
მესი „ბარსელონას“ დაემშვიდობა. ეს სიტყვები არამარტო კატალონიური კლუბის გულშემატკივრებისთვის, არამედ მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის შოკისმომგვრელია. დღეს, 8 აგვისტოს არგენტინელმა ფეხბურთელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების სხვადასხვა კითხვას უპასუხა. მესიმ დარბაზში შესვლის შემდეგ, კონფერენციის დაწყებამდე ემოციები ვერ შეიკავა. „ბოლო დღეები ბევრს ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა და სიმართლე რომ გითხრათ, ვერაფერი მოვიფიქრე. მე და ჩემი ოჯახი დაგვარწმუნეს, რომ დავრჩებოდით და ჩვენც მხოლოდ ეს გვსურდა. მაგრამ დღეს დამშვიდობება მიწევს. მთელი ცხოვრება აქ გავატარე და ამისთვის მზად არ ვარ. 13 წლიდან აქ ვარ და 21 წლის შემდეგ მივდივარ ჩემს მეუღლესთან და სამ კატალონიელ-არგენტინელ შვილთან ერთად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემ გუნდელებს და ყოფილ თანაგუნდელებს, ყველას ვინც ჩემ მხარეს იყო.“- თქვა უკვე ლეგენდარულმა ფეხბურთელმა. „ოქროს ბურთის“ ექვსგზის მფლობელი არგენტინელი სუპერვარსკვლავი „ბარსელონას“ ღირსებას 2000 წლიდან იცავდა და კატალონიური კლუბის ყველა წარმატება უშუალოდ ლიონელ მესისთან იყო დაკავშირებული. მესიმ და „ბარსელონამ“ ათჯერ მოიგეს ესპანეთის ჩემპიონატი, შვიდჯერ ესპანეთის თასი და რვაჯერ – სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის მოგება კი არგენტინელმა კატალონიურ კლუბთან ერთად ოთხჯერ იზეიმა. გასულ სეზონში ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 30 გოლი და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)