|
2021-08-05 20:14:00, 760 ნახვა
საზოგადოება
fDi Intelligence საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემას აფასებს
„fDi Intelligence“ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემას აფასებს და ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატია იწყება სიტყვებით „საქართველოს ინოვაციური ძალისხმევა ნაყოფს იძლევა“. ავტორი მკითხველს სხვადასხვა სამომავლო პოტენციალის მქონე სექტორის იმ ქართულ სტარტაპებს აცნობს, რომლებმაც საკუთარი წარმატებული პროდუქტი შექმნეს და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიტანეს. ასეთია ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე სტარტაპი Pulsar AI, რომელიც ნიუ-იორკის Spincar - მა იყიდა. სტატიაში აღნიშნულია: ,,ბოლო არსებული ინფორმაციით, Spincar-მა ახალ შენაძენში ათეულობით მილიონი დოლარი გადაიხადა და აღწერს მას, როგორც ინდუსტრიის ყველაზე მოწინავე AI პლატფორმას. სულ რაღაც ორი წლით ადრე Pulsar AI გახდა საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ბიზნესი, რომელმაც ადრეულ სტადიაზე მიიღო უცხოური ინვესტიციები, მოიზიდა აშშ-ს ვენჩურული კაპიტალი 1,2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. დღესდღეობით ის წარმოადგენს ქვეყნის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პირველ პრეცედენტს“ . სტატიაში ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) როლს ამ პროცესში და აღნიშნავს, რომ ინოვაციების სააგენტო წამყვან ძალას წარმოადგენს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში. ტექსტში აღნიშნულია, რომ GITA დაარსების დღიდან (2014 წელი) მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეკოსისტემის ფორმირებისთვის საჭირო ყველა აქტორს აძლიერებს და ტექნოლოგიური პარკების საშუალებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს არაერთი სახის ტრენინგს კონკურენტუნარიანი უნარების გასავითარებლად, ზრდის ადგილობრივი სტარტაპების საერთაშორისო კავშირებსა და სთავაზობს მათ ინოვაციურ ფინანსებზე წვდომას სტარტაპთა სასიცოცხლო ციკლის საჭიროებიდან გამომდინარე. „2018 წლიდან, სააგენტომ გრანტების სახით სტარტაპებისთვის გამოყო 200,000 აშშ დოლარამდე. US Market Access Center (აშშ ბაზარზე წვდომის ცენტრი) აქსელერატორი განიხილავს განაცხადებს და არჩევს სტარტაპებს, რომლებიც შემდგომში საერთაშორისო მეწარმეების კომიტეტის წინაშე წარსდგებიან. ჯამში 200 სტარტაპზე დაიხარჯა 11 მილიონი ლარი (3.3 მილიონი აშშ დოლარი), რომელთაგან 25-მა ერთობლივი შემოსავლისა და კერძო ინვესტიციების სახით მიიღეს 150 მილიონ ლარამდე.“ - ვკითხულობთ სტატიაში. ავტორი საუბრობს ასევე მსოფლიოს წამყვანი ბიზნესაქსელერატორის 500 Startups - ის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობაზე, რომელიც GITA - ს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. კიდევ ერთი ქართული სტარტაპი, რომელსაც „fDi Intelligence“ სტატიაში იხსენიებს, არის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროდან - Stack, პირველი ქართული ინტერნეტ ბრაუზერი tab- ების გარეშე, რაც ზრდის პროდუქტიულობას რამდენიმე პროგრამის ერთდროული გამოყენების ოპტიმიზაციის გზით. გასული წლის ბოლოს კომპანიამ მოიზიდა $ 850 000 დოლარის ინვესტიცია 500 Startups-სა და ჰოლანდიური ვენჩურული ფონდისგან Peak Capital. " სტატიის ავტორისთვის საინტერესო აღმოჩნდა ქართული სტარტაპი Phubber - ი, ინოვაციური მომსახურების სფეროდან რომელმაც წელს მოიზიდა 300,000 აშშ დოლარი WhatsApp-ის ერთ-ერთი ადრეული მხარდამჭერისგან და გავლენიანი მარკეტინგული პლატფორმა Echolize-სგან, რომელსაც მხარს უჭერენ ისრაელის ინვესტორები. ტექსტში ყურადღებაა ასევე გამახვილებული სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე სტარტაპზე Agrolabs, რომელიც მიიწვია 500 Startups-მა ქალაქ სან-ფრანცისკოს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად."-აღნიშნულია ინფორმაციაში.
სტრასბურგმა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის განხილვა დაიწყო
The Telegraph: აშშ პოლონეთს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ თავდასხმაზე აფრთხილებს
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)