|
2021-08-05 15:10:46, 408 ნახვა
საზოგადოება
Agile Spirit 2021-ის პარტნიორი ქვეყნების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა სენაკში, II ბრიგადის პოლიგონზე კომბინირებული წვრთნა გამართეს
Agile Spirit 2021-ის პარტნიორი ქვეყნების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა სენაკში, II ბრიგადის პოლიგონზე კომბინირებული წვრთნა გამართეს მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში მსგავსი მასშტაბური სწავლება პირველად ჩატარდა, სადაც მონაწილეობა საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებმა ერთმანეთის მხარდამხარ მიიღეს.-ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომბინირებულ ოპერაციაში, სახელწოდებით - მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული ობიექტის გათავისუფლება და დაკავება, ქართული და ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორები „დიდგორი მეომარი“ და ოშკოშა, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი იროკეზის ტიპის ვერტმფრენი იყო ჩართული. "სპეციალური ოპერაციების ძალების კომბინირებულ სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და Agile Spirit 2021-ის ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები დაესწრნენ. იმიტირებული სცენარის მიხედვით, მოწინააღმდეგეს დაკავებული ჰქონდა და გამაგრებული იყო დასახლებულ პუნქტში. კოალიციურ სპეციალურ ძალებს კი, მოწინააღმდეგის განეიტრალება და ოკუპირებული ობიექტის გათავისუფლება დაევალა. კომბინირებული ოპერაცია ამერიკული ოშკოშებით მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ობიექტზე შეტევით დაიწყო. ამერიკულ ჯავშანტრანსპორტიორებში განთავსებულმა პოლონელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეს ცეცხლი გაუხსნეს და დაკავებულ ობიექტს მიუახლოვდნენ. პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების შემდეგ, ქართველი, რუმინელი და ბრიტანელი სამხედროებით დაკომპლექტებული სპეციალური ოპერაციების ძალები დასახლებული პუნქტის გაწმენდის მიზნით შევიდა, ხოლო პოლონელი სამხედროები გარე პერიმეტრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. შეტევის პარალელურად, მაღალი ღირებულების სამიზნე კოალიციური ძალებისგან თავის დაღწევას შეეცადა, თუმცა მას ვერტმფრენიდან ქართველმა და რუმინელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს და გაანეიტრალეს."-ნათქვამია განცხადებაში.
სტრასბურგმა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის განხილვა დაიწყო
The Telegraph: აშშ პოლონეთს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ თავდასხმაზე აფრთხილებს
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)