|
2021-08-04 11:44:47, 634 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს. აღნიშნულის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „სამწუხაროდ, მაჰათმა განდის ძეგლი უკვე დაზიანებულია, კერძოდ, მოხსნილია სათვალე. ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამაზე. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, რთულია მისცე შეფასება და კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმის ჩამდენი პირები მოზარდები არიან და მათ აგრესიულ ქცევას, ვანდალიზმს მშვიდად ადევნებენ თვალყურს უფროსებ, რაც ძალიან მძიმეა და არ ვიცი, მინდა ყველას ვთხოვო, გვერდში დაგვიდგნენ ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, თბილისში, მაჰათმა განდის ძეგლი, ვარკეთილის რაიონში, 10 ივლისს დადგეს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)