|
2021-08-03 10:00:03, 431 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - არავის ვეჯიბრები, ბედნიერი ვარ, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა
დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ IRI-ს მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ის ყველაზე რეიტინგულ ქართველ პოლიტიკოსად დასახელდა, პირველი შეფასება გააკეთა. კახა კალაძის განცხადებით, მან კარგად იცის ამომრჩეველთა განწყობები სწორედ იმ უწყვეტი და მჭიდრო ურთიერთობების შედეგად, რომელიც მას თბილისის მოსახლეობასთან აქვს. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბედნიერია იმ მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომელსაც მოსახლეობისგან მუდმივად გრძნობს. მისივე თქმით, პოლიტიკოსის საქმიანობის შეფასების საუკეთესო გზას არა კვლევები, არამედ არჩევნები წარმოადგენს. „აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ მე არავის ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობა ჩემ მიმართ და ამის თქმის უფლებას მაძლევს ის ურთიერთობა, რომელიც მაქვს თბილისის მოსახლეობასთან. უამრავი შეხვედრა მქონდა ყველა რაიონში, წლების განმავლობაში არ გამიწყვეტია ეს კომუნიკაცია ადამიანებთან. ზოგადად, პოლიტიკოსისთვის მის მიმართ საზოგადოების განწყობა და არსებული დამოკიდებულება მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი თანადგომა და მხარდაჭერა, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიყვარული და კეთილგანწყობა, რაც მოდის მოსახლეობისგან, დავუბრუნო მათ კონკრეტული, გაკეთებული საქმეებით, რითაც იამაყებენ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები. მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს აქვს რეალური შესაძლებლობა, ღირსეულად უპასუხოს გამოწვევებს. შესაბამისად, არჩევნები საუკეთესო გამოსავალია, მოხდეს კონკრეტული პარტიების და პოლიტიკოსების შეფასება", - განაცხადა კახა კალაძემ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)