14:28 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-30 18:04:12, 702 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ახალი მექანიზმების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, 30 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით,  საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა, სადაც სახელმწიფო პროგრამის  „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ბიზნესის მხარდასაჭერად ახალი სახელმწიფო პროგრამების შესახებ იმსჯელეს. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი,   საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე  დავით სონღულაშვილი, USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში," ბიზნესომბუდსმენი, ტურიზმის ადმინისტრაციის, USAID-ის, დარგობრივი ასოციაციებისა და კლასტერების 60-მდე წარმომადგენელი.

ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნილი ახალი სახელმწიფო პროგრამების პრეზენტაცია შეხვედრაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარადგინა.

მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის ახალი მექანიზმები სამ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს, ესენია: „ბიზნეს უნივერსალი," რომელიც გულისხმობს ერთდროულად წვდომის შესაძლებლობას სესხის თანაგარანტირებისა და სესხის თანადაფინანსების მიმართულებებზე, ასევე „ბიზნესექსპორტი & იმპორტის ჩანაცვლება," რომლის საშუალებით ექსპორტზე ან იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული მეწარმეები ისარგებლებენ  როგორც ხელმისაწვდომი და დაბალპროცენტიანი საბანკო რესურსით, ასევე სპეციალური გრანტით და „ეკო და აგრო ტურისტული ობიექტების პროგრამა," რაც უზრუნველყოფს ეკო და აგრო ტურისტული ობიექტების განვითარებას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ასევე, მარკეტინგული მხარდაჭერის გზით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics