|
2021-07-30 14:40:32, 816 ნახვა
საზოგადოება
,,საქართველოს ბანკში’’ სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების გარანტიების მიღება გირაოს გარეშე, 1 დღეშია შესაძლებელი
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკი კომპანიებს სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების გარანტიებს გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან აღნიშნული საბანკო გარანტიების მიღებას მომხმარებელი სულ რაღაც 1 დღეში, გირაოს გარეშე შეძლებს. სატენდერო გარანტია იმ კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის მიღება სურთ. ხოლო ხელშეკრულების შესრულების გარანტია ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისათვის ნაკისრი ვალდებულებების დროულად და წინასწარგანსაზღვრული პირობებით შესრულებას უზრუნველყოფს. ბანკი კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გამარტივებული პროცედურით, გირაოს გარეშე, სულ რაღაც 1 დღეში მიიღონ აღნიშნული საბანკო გარანტიები. აღსანიშნავია, რომ პირობები ვრცელდება 1,000,000 ლარამდე კონტრაქტებზე. სატენდერო გარანტიის შემთხვევაში კი მომსახურების მიღება დისტანციურად არის შესაძლებელი. „იმისათვის, რომ ჩვენმა ბიზნეს მომხმარებელმა კიდევ უფრო მარტივად შეძლოს საკუთარი საქმიანობის წარმართვა, მათ სიახლე შევთავაზეთ. ის კომპანიები, რომლებიც ტენდერში მონაწილეობის მიღებით არიან დაინტერესებული, ამიერიდან შეძლებენ საქართველოს ბანკის სატენდერო და სახელშეკრულებო გარანტია გირაოს გარეშე კიდევ უფრო გამარტივებული პირობებით, 1 დღეში მიიღონ. გვჯერა, რომ ეს სიახლე არაერთ ბიზნესის წარმომადგენელს გაუმარტივებს წვდომას საჭირო რესურსებზე და ამავდროულად, ხელს შეუწყობს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში“, - აცხადებს საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, მერაბ ახვლედიანი. სატენდერო და სახელშეკრულებო შესრულების გარანტიების პირობებზე ინფორმაცია ვრცლად ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2UVE7Zr
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)