06:34 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-27 14:39:33, 1404 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, მარეთის ხეობაში იმყოფებოდა

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების გაცნობის მიზნით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, მარეთის ხეობაში იმყოფებოდა.

შუბნის, ოლადაურისა და დღვანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას, როგორც სახელმწიფო, ისე აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები გააცნო.

ჩირუხის მთაზე, ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა. პროექტის განსახორციელებლად 10 მლნ ლარი დაიხარჯება;

კეთილმოეწყობა მთა ჩირუხის ცენტრი; მიმდინარეობს დღვანის ბაგა-ბაღისა და ამბულატორიის მშენებლობა; გრძელდება სოფელში შიდასაუბნო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა

რამდენიმე ლოკაციაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია;

კეთილმოეწყობა ტომაშეთის, ქიძინიძეებისა და მაწყვალთის სოფლის ცენტრები;
 
წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით პროექტები განხორციელდება ჯუმუშაურში, დღვანში, ქიძინიძეებში, დარჩიძეებში, ტომაშეთში, შუბანში, მთა ჩირუხში;
 
30-მდე ლოკაციაზე განხორციელდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები; მაწყავლთის მთაში მიმდინარეობს ელექტროგაყვანილობის ქსელის მშენებლობა; დაგეგმილია დარჩიძეების სოფლის სახლის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
 
კეთილმოეწყობა მახალაკიძეების ბაგა-ბაღი და ეზო; აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ხორციელდება ტურისტული მნიშვნელობის, შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის 3815 მ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
 
რამდენიმე ლოკაციაზე დაგეგმილია ფერდსამაგრი კედლებისა და ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები. მიმდინარე წელს, ოლადაური, დღვანისა და შუბნის თემებში ადგილობრივი ბიუჯეტით ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 2 180 000 -ლარამდე დაიხარჯება.
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics