|
2021-07-27 11:10:54, 1067 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობამ წაბლანის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ 219 ოჯახს 1 095 00 ლარი დამატებითი კომპენსაციის სახით გამოუყო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციითა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრადეგიის შედეგად დაზარალებულ 219 ოჯახს ერთჯერად 5000-5000 ლარი გამოეყო. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება სოფელ წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობას ადგილზე, აჭარის ა/ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ გააცნეს. „სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები გარკვეული პერიოდია ითხოვდნენ ფინანსური დახმარების გაწევას. მთავრობამ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა და ისინი თანხას უახლოეს დღეებში მიიღებენ. ბრძანებას აჭარის მთვრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხელი უკვე მოაწერა. “, - განაცხადა მინისტრმის პირველმა მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ წაბლანელებtან შეხვედრის დროს. 2019 წელს, აღნიშნულ ოჯახებს აჭარის მთავრობამ, ქ. ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადასცა. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა საცხოვრებლების კეთილმოწყობით სამუშაოებს მოხმარდება. 1989 წლის 19 აპრილს წაბლანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი მოიყოლა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. 200-ზე მეტი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)