|
2021-07-20 15:27:24, 422 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა: 61 მოიჯარეს საკუთრებაში გადაეცემა 240 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში 61 მოიჯარეს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემათ" - ამ გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. მინისტრის თქმით, პროგრამის ფარგლებში, სხვა დანარჩენ მოიჯარეებსაც, საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად გადაეცემათ იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. „ჩვენ გასულ წელს დავამტკიცეთ ეს სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე მეტ ხელმისაწვდომობას, როდესაც ფერმერებს, რომლებიც გრძელვადიანი იჯარით ფლობდნენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, მიეცათ საშუალება, გამოისყიდონ მიწები და ეტაპობრივად გამოგვაქვს მთავრობაზე ეს გადაწყვეტილებები. დღეს დავამტკიცეთ განკარგულება 61 მოიჯარესთვის მათ მიერ იჯარით აღებული მიწების გამოსყიდვის თაობაზე, რაც ნიშნავს, რომ 61 მცირე და საშუალო ფერმერი საკუთრებაში მიიღებს დაახლოებით 240 ჰა მიწას, რომელიც შედარებით მცირე ნაკვეთებად იყო დაყოფილი" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას განმარტებით, პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მოიჯარეები შეძლებენ უკვე საკუთრებაში არსებული ქონებით ისარგებლონ და მიიღონ საბანკო დაფინანსება, ასევე მონაწილეობა მიიღონ მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში და გამოიყენონ ქონება უფრო საინვესტიციო რესურსად. „რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, პროგრამა გაგრძელდება და ჩვენ ეტაპობრივად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა უფრო ეფექტურად იყოს დამუშავებული და განმტკიცდეს მიწაზე კერძო საკუთრება" - აღნიშნა მინისტრმა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა 2020 წელს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცდა. პროგრამა შემდგომში კიდევ უფრო გაფართოვდა და მასში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. პროგრამა გულისხმობს იჯარით გაცემული, დაახლოებით 11 000 ჰა მიწის მოიჯარეებისთვის პირდაპირ მიყიდვას 25 პროცენტიანი ფასდაკლებით - ნაკვეთების საბაზრო ღირებულების მხოლოდ 75 პროცენტის გადახდის სანაცვლოდ. საუბარია იჯარით გაცემულ „სახნავი" და „სათიბი" კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ჯამური ღირებულებაც ათეულობით მილიონი ლარია. პროგრამის მიხედვით, მოიჯარეებს შეუძლიათ სახელმწიფოსგან გამოისყიდონ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)