|
2021-07-17 10:50:03, 764 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: წელს მარცვლეული კულტურების კარგი მოსავალია როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით
შიდა ქართლის რეგიონში ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, ვალერიან მჭედლიძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, კომპანიის „სილქ უოთერ გრუპი“ ფართობზე ხორბლის აღების პროცესს - ალოობას დაესწრო. „ალოობა აქტიურ ფაზაშია. მოსავლის აღება ერთდროულად იწყება კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, რაც გარკვეულ სირთულეს ქმნის მოსავლის აგროვადების დაცვით აღებისა და დაბინავების კუთხით; თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ პიკური პერიოდი უკვე გავლილია, ხოლო მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებული. წელს მარცვლეული კულტურების კარგი მოსავალია როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით, რაც ბევრ სისტემურ ცვლილებასა და გადაწყვეტილებას უკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ფერმერების ცოდნა და გამოცდილება გაიზარდა, ისინი იყენებენ თანამედროვე მიდგომებს, ფართობებზე ახორციელებენ თესლბრუნვას, ზრუნავენ ნიადაგის ნაყოფიერებაზე და პროდუქტიულობაზე. ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ მაღალპროდუქტიული და ხარისხიანი მარცვლეული კულტურები, მათ შორის, ხორბალი და ქერი. შესაბამისად, აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას მემარცვლეობის დარგის განვითარებისთვის, რაც ხარისხიან სათესლე მასალასა და მექანიზაციაზე ხელმისაწვდომობას, თესლის სერტიფიცირებას, ფერმერებისთვის ცოდნის, თანამედროვე ტექნოლოგიების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას მოიცავს; ვიმუშავებთ ხარისხის კონტროლის მიმართულებითაც, რაც მნიშვნელოვანია ფერმერების ინტერესების დაცვისა და სამართლიანი კონკურენციისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. კომპანიას „სილქ უოთერ გრუპი“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში 120 ჰა-ზე ქართული ჯიშის ,,ლომთაგორა“ ხორბალს, 50 ჰა-ზე ქერს და 100 ჰა ფართობზე იონჯას აწარმოებს. ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისთვის, კომპანია თესლბრუნვას ახორციელებს დღისათვის, მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღება აგროვადების დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით, მობილიზებულია შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 95 ერთეული კომბაინი. აღნიშნული ტექნიკის საშუალებით, შიდა ქართლის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ჯამში, 14 000 ჰა-მდე ფართობზე, მარცვლოვანი კულტურების მოსავალი უკვე აღებული და დაბინავებულია. სოფელ შინდისში ხორბლის აღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი ესწრებოდნენ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)