|
2021-07-15 13:12:08, 557 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ Euromoney-სგან საქართველოში 2021 წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში სრულყოფილების ჯილდო მიიღო
ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Euromoney-მ, „საქართველოს ბანკი“ “Best Bank in Georgia 2021“-ის კატეგორიაში „Euromoney Award for Excellence” - ის გამარჯვებულად დაასახელა. გადაწყვეტილების მიღებისას, Euromoney-ს რედაქტორებმა, ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა ისეთი კრიტერიუმები გაითვალისწინეს, როგორიცაა: ბანკის საბაზრო პოზიცია და წილი, მომსახურების ხარისხი, ახალი პროდუქტები, ინოვაციები და სხვ. “მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ Euromoney-მ საქართველოს ბანკი წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. ეს ჯილდო საქართველოს ბანკის მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია. Euromoney-ის მიერ სრულყოფილების ჯილდოს მიღება ჩვენთვის ერთდროულად დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული, მათ უკუკავშირზე დაყრდნობით შექმნილი პროდუქტებისა თუ სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდებასა და ციფრული ინოვაციების დანერგვას “,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. „საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა ტექნოლოგიებში დიდი როლი ითამაშა COVID-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის დაძლევაში - ხელი შეუწყო ბანკის ზრდასა და მდგრადობას. სწორედ ამ და სხვა ფაქტორების გამო, საქართველოს ბანკს უკვე მეორედ გადაეცა საქართველოში წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში სრულყოფილების ჯილდო“, - აცხადებენ Euromoney-ში. Euromoney-ის ჯილდო, რომელიც 1992 წლიდან გაიცემა, ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ჯილდოდ ითვლება. ის მოიცავს 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას და საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში. წელს Euromoney-მ ბანკებისგან 1,000-ზე მეტი განაცხადი მიიღო. “Best Bank in Georgia 2021“-ის კატეგორიაში „Euromoney Award for Excellence”-ის ჯილდო კი საქართველოს ბანკმა დაიმსახურა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)