|
2021-07-14 23:31:50, 492 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულდა
დედაქალაქის მერმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. კახა კალაძე ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ბაქოს მერს შეხვდა. გარდა ამისა, ხელი მოეწერა ბაქოსა და თბილისის დაძმობილების მემორანდუმს. „ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ვიზიტი იყო. შეხვედრები გვქონდა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან. პირველ რიგში, ხელი მოეწერა დაძმობილების დოკუმენტს. 1997 წლიდან თბილისსა და ბაქოს პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა, დაძმობილების შემდეგ კი შესაძლებელი იქნება კიდევ უფრო მეტი ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელება, როგორც თბილისში, ასევე ბაქოში. პრეზიდენტთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას, სტრატეგიულ პარტნიორობას, რეგიონში საქართველოსა და აზერბაიჯანის როლსა და მნიშვნელობას. საერთო ჯამში, ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები შეაფასა ბაქოს მერმაც. „ჩვენ გაგვაჩნია მეგობრობისა და თანამშრომლობის ისტორია და ამ ურთიერთობების დიდ პოტენციალი. ხელი მოეწერა მემორანდუმს დაძმობილების შესახებ, მაგრამ ეს უფრო ფორმალური მხარეა, რადგან თბილისსა და ბაქოს შორის ყოველთვის არსებობდა მეგობრული ურთიერთობები. ორივე ქვეყანაში ცხოვრობენ ჩვენი ეთნიკური წარმომადგენლები. საქართველოში აზერბაიჯანელები, აზერბაიჯანში - ქართველები. ჩვენს შორის ყოველთვის მეგობრობა და თანამშრომლობა არსებობდა. ამ ვიზიტმა დიდი ინტერესი გამოიწვია აზერბაიჯანში, რადგან ბატონი კახა კალაძე აქაც პოპულარულია. მე ვიგრძენი, რომ ის პატრიოტია, უყვარს თავისი ხალხი და ერთგულია თავისი ქვეყნის. ჩვენ განვიხილეთ ბევრი საკითხი და მგონია, რომ ეს ვიზიტი ახალ სტიმულს მისცემს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას“, - განაცხადა ელდარ აზიზოვმა. ბაქოსა და თბილისის დაძმობილების მემორანდუმის 13 ივლისს გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს დედაქალაქების შორის თანამშრომლობის გაძლიერებას კულტურის, ხელოვნების, ტურიზმის, ურბანული დაგეგმარების, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით, ასევე, სავაჭრო და ბიზნესურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)