08:40 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-14 16:52:29, 840 ნახვა

რეგიონი
19-ივლისიდან 15-სექტემბრამდე, აჭარაში, „მობილური კლინიკა სახლთან ახლოს“ ერთდროულ სკრინინგს განახორციელებს

19-ივლისიდან 15-სექტემბრამდე, აჭარაში, „მობილური კლინიკა სახლთან ახლოს“ ერთდროულ სკრინინგს განახორციელებს, - ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„19 ივლისიდან - 15 სექტემბრამდე, აჭარაში, მობილური კლინიკა, რომელიც აღჭურვილია რენტგენოგრაფიის ციფრული აპარატით, Xpert სისტემითა და ყველა სხვა ლაბორატორიული ინსტრუმენტით, "ერთი კარის" პრინციპით, სახლთან ახლოს განახორციელებს ტუბერკულოზის, COVID-19-ის, C ჰეპატიტის, აივ/შიდსის, დიაბეტის და არტერიული ჰიპერტენზიის ერთდროულ სკრინინგს.

დაავადებათა სკრინინგი „აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ხელშეწყობა და ტუბერკულოზის აქტიური გამოვლენა, COVID-19-ის, აივ/შიდსის, C ჰეპატიტის აქტიური სკრინინგისა და კონტაქტების კვლევის პილოტირების გზით“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

სკრინინგი ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტბში მცხოვრებ 800-მდე ადამიანს ჩაუტარდება. წინასწარ შერჩეულ ცხელ წერტილებში კვლევა უახლესი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მეთოდებით განხორციელდება.

დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პროექტის განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის ტრენინგი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელი, ნელი სოლომონია უძღვებოდა.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარისა და ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების და შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის ეგიდით.

აქტიური სკრინინგი დროული დიაგნოსტიკისა და წარმატებული მკურნალობის გარანტია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics