|
2021-07-14 14:48:09, 832 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტომ „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ფარგლებში გამართულ ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-6 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
დაცული ტერიტორიების განვითარების სამომავლო სტრატეგიებზე, ხედვებზე, პანდემიის გავლენასა და შედეგებზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა პრეზენტაცია წარადგინა. მიმდინარე წელს, კონფერენციის თემატიკა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, ტურიზმის ინდუსტრიაზე კოვიდ 19-ის გავლენას მიეძღვნა. სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებმა პანდემიის ჭრილში განიხილეს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის მიმდინარე გამოწვევები და შესაძლებლობები, კონფერენციის მონაწილეებს ანტიკრიზისული გეგმები და ახალი ტენდენციები გააცნეს. კონფერენციის ფარგლებში, სექტორის წარმომადგენლებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დაცული ტერიტორიების შექმნა/დაარსება, გაფართოება და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად განვითარებაა. დაცული ტერიტორიების განვითარების სამომავლო ხედვებზე პრეზენტაციის წარდგენის დროს, ყურადღება გამახვილდა სააგენტოს უახლოეს გეგმებზე, მათ შორის, დაცული ტერიტორიების გაფართოებაზე 1 მილიონ ჰექტრამდე, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 17 %-ია; ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, როგორებიცაა, ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, შატილში ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციული შენობის გახსნა, სათაფლიაში მღვიმისა და თანამედროვე, ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი განათების სისტემის მოწყობა; საუბარი შეეხო ახალ ეკოტურისტულ პროექტებს, მათ შორის, წალკის კანიონის გახსნა, თეთრა მღვიმის გახსნა, ახალი ეკოტურისტული ბილიკების მოწყობა. პრეზენტაციის ფარგლებში აღინიშნა გლობალური საერთაშორისო აღიარება, რომელიც მოიცავს საქართველოს 4 დაცული ტერიტორიისთვის იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას. აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო ყოველწლიურად აქტიურად თანამშრომლობს და მხარს უჭერს პროექტს „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)