|
2021-07-13 12:20:38, 1198 ნახვა
საზოგადოება
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, 42 საინსპექციო კონტროლის შედეგად აღებული 62 ნიმუშიდან არადამაკმაყოფილებლად 6 შეფასდა
მიმდინარე წლის ივნისიდან, ახალი რეგულაციით, სერტიფიცირებული საექსპორტო ქართული ღვინის ინსპექტირებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები „SGS" და „Bureau Veritas" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ახორციელებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს ინსპექტირების ერთი თვის შედეგები გააცნო. ღვინის კომპანიებთან გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, ასოციაციის „ქართული ღვინო" და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 42 საინსპექციო კონტროლის შედეგად აღებული 62 ნიმუშიდან არადამაკმაყოფილებლად 6 ნიმუში შეფასდა; შესაბამისად, აღნიშნულ ღვინოებს უარი ეთქვა ექსპორტზე. ოთარ შამუგიას განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, აქტიურად მუშაობს, რომ ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული ათეულ მილიონობით ბოთლი ქართული ღვინის ხარისხი უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ დამოუკიდებელი, ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიების „SGS" და „Bureau Veritas" ჩართულობა ინსპექტირების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ინსპექტირების პარალელურად, ღვინის ხარისხის კონტროლი სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს. 2021 წლის მეორე კვარტალში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინის მწარმოებელ 18 კომპანიაში განახორციელა სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებულია 200 ნიმუში, რომელთა კვლევა მიმდინარეობს. ამავე პერიოდში, სააგენტოს მიერ საინსპექციო კონტროლი განხორციელდა 19 კომპანიაში; აქედან ერთ კომპანიას უარი ეთქვა პროდუქციის ექსპორტის განხორციელებაზე. საინსპექციო კონტროლო სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას ითვალისწინებს. ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 68 დეგუსტაცია: 3220 ნიმუშიდან 169 შეფასდა უარყოფითად, 3051 - დადებითად.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)