|
2021-07-13 10:41:29, 1429 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ანტონი ჟურნალისტებს: ლექსო ლაშქარავა თქვენ გარდააცვალეთ, თქვენ ხართ პასუხისმგებელი
თქვენ გარდააცვალეთ, თქვენ ახალისებდით, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ჟურნალისტებს ეკისრებათ. „თქვენ ახალისებდით. თითოეული უწევთ პროპაგანდას. თქვენ გარდააცვალეთ, თქვენზეა მაგ პასუხისმგებლობა, იცით რუსთაველზე რომ გამოხვალთ, წირავთ თქვენ ხართ პასუხისმგებელი მის მკვლელობაზე“ - აცხადებს მეუფე ანტონი. ამასთან, მიტროპოლიტმა მედიის წარმომადგენლებს მიმართა და უთხრა, რომ მათ 5 ივლისს ცემა დაიმსახურეს. „დაიმსახურეთ! თქვენ მოგწონთ რომ ძალადობთ ჩვენზე? პი პი პი პიპ. ხელით არ გეხებით, დავაპიპინე“, - მიმათა ჟურნალისტებს მეუფე ანტონმა. შეგახსენებთ, რომ მეუფე ანტონმა, რამდენიმე დღის წინ, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა - „ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ“.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)