|
2021-07-09 13:36:08, 628 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ProductTank-ის მორიგი შეხვედრა „From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey“ გაიმართება
„საქართველოს ბანკისა“ და ProductTank Tbilisi-ს თანამშრომლობით, 12 ივლისს, მორიგი შეხვედრა სახელწოდებით- „From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey“ გაიმართება. ღონისძიება იმ 3 ქართულ სტარტაპს უმასპინძლებს, რომელთაც 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა საქართველოში გაიარეს. ისინი დამსწრეებს სწორედ საქართველოდან სან-ფრანცისკომდე განვლილ გზაზე დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებენ. შეხვედრას Payze-ს თანადამფუძნებელი და თანადირექტორი - გეგა წურწუმია, Cargon-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - ვანო ჩალაძე გაუძღვებიან. ასევე, Stack-ის თანადამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი - დავით გავაშელი. ღონისძიების მოდერატორობას VRex Immersive-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ გოგოჭური გაუწევს. შეხვედრის სამუშაო ენა ქართულია. ღონისძიება Fabrika-ში, 20:30 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა, თუმცა უსაფრთხოების რეგულაციების დაცვის მიზნით, ProductTank მხოლოდ 50 სტუმარს უმასპინძლებს. დასწრების მსურველებმა აუცილებელია წინასწარ გაიარონ რეგისტრაცია აღნიშნულ ბმულზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/279336445/ „აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრა სტარტაპისთვის ზრდისა და პროდუქტის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა. ამის ნათელი მაგალითი სწორედ ის სტარტაპები არიან, რომლებიც „From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey“ -ს შეხვედრას გაუძღვებიან. სპიკერები სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც ვფიქრობთ განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც აქსელერაციის პროგრამაში ჩართვას და საკუთარი საქმიანობის მასშტაბირებაზე ფიქრობს. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიზნით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას“,- განაცხადა ანდრო რატიანმა, საქართველოს ბანკის ჯგუფის ინოვაციების ხელმძღვანელმა. ინფორმაციისთვის, Stack-მა 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა უკვე როგორც საქართველოში, ასევე სან-ფრანცისკოში გაიარა. ხოლო Payze და Cargon 500 Georgia-ს გამარჯვებულები არიან და სულ მალე სან-ფრანცისკოში, 2-კვირიანი პროგრამის გასავლელად გაემგზავრებიან. პროგრამის მიზანი სტარტაპების გლობალური ხედვის განვითარება, მათ საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება და ზრდის ხელშეწყობაა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)