|
2021-07-09 10:25:05, 418 ნახვა
საზოგადოება
სოფელ მეჯვრისხევში, სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“ გაშენებულ ბაღში პირველ მოსავალს ელოდებიან
„სოფლის განვითარების 10 წლიანი გეგმის ფარგლებში, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება მრავალწლოვანი და ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებით მიწის ნაკვეთების ათვისება, რაც, ჯამში, 500,000 ჰექტარს გადააჭარბებს. ქვეყანაში მზარდი აგრარული წარმოება ეტაპობრივად იძლევა როგორც იმპორტჩანაცვლების საშულებას, ასევე, ექსპორტის შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებას”, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა. სააგენტოს დირექტორი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, აბელ აბესაძესთან ერთად იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ახალი ხეხილის ბაღი დაათვალიერა. სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, ფერმერმა თამაზ ზუმბულიძემ ახალი ხეხილის ბაღი 2019 წელს გააშენა. ფერმერმა 6 ჰექტარზე ვაშლის, ქლიავისა და მსხლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 51,000 ლარი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 36,000 ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 15,000 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. თანამედროვე სტანდარტებით გაშენებულ ბაღში წელს პირველ მოსავალს ელოდება. შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, აბელ აბესაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 2.8 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება 18.8 მილიონ ლარს აჭარბებს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)