|
2021-07-07 13:58:36, 906 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირი და FAO, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა აგრონომებს ცოდნის მიღებაში ეხმარებიან
ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობაში საუკეთესო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მისაღებად, ევროკავშირი და FAO ახალგაზრდა ქართველ აგრონომებს სტაჟირების პროგრამას სთავაზობენ. ექვსი სტაჟიორი, ამჯერად, კომპანია ,,აგრო მოტორსის“ მიერ ჩატარებულ სწავლებებს დაესწრო, რომლის ფარგლებში, მომავალმა აგრონომებმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და აგრეგატების პრაქტიკული გამოყენების ტრეინინგი გაიარეს. დღის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. სამი წლის განმავლობაში, ევროკავშირისა და FAO-ს სტაჟირების პროგრამა16-მა აგრონომმა გაიარა. აგრონომ სტუდენტებს აქვთ უნიკალური შანსი, მთელი საქართველოს მასშტაბით, FAO-ს მიერ მოწყობილ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ისწავლონ და იმუშაონ. FAO-ს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ფერმერებთან ერთად სტაჟიორებს თავის გამოცდილებას უზიარებენ ისეთ საკითხებში როგორებიცაა: კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობა, მავნებლების ინტეგრირებული მართვა, კონსერვაციული სოფლის მეურნეობა და საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები. გამოცდილების მიღების შემდეგ, სტაჟიორები თავად უწევენ ტექნიკურ დახმარებას ფერმერებსა და მწარმოებლებს. სტუდენტები კვირაში რამდენიმე დღეს ატარებენ ფერმებში, სადაც ისეთი კულტურები იწარმოება, როგორებიცაა: ბროკოლი, სალათის ფოთოლი, პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, კომბოსტო და ა.შ, როგორც ღია, ასევე სასათბურე მეურნეობების პირობებში. სასოფლო-სამეურნეო სეზონის განმავლობაში, ისინი ფერმერებს ეხმარებიან ბაღებისა და ნაკვეთების მოწყობაში, სარწყავი სისტემების დამონტაჟებაში. ორგანიზებას უკეთებენ ფერმერთა საველე დღეებს, რათა თავიანთი გამოცდილება თემის სხვა ფერმერებსაც გაუზიარონ. ,,პროფესიონალების ნაკლებობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ევროკავშირი და FAO ამ პრობლემის გადაჭრას ხელს უწყობენ ახალგაზრდა აგრონომებისთვის სტაჟირების პროგრამის შეთავაზებით. პროგრამას შეუძლია ფასდაუდებელი წვლილის შეტანა საქართველოს აგროსექტორის სამომავლო განვითარებაში“, განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ს და ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა. ექვსთვიანი სტაჟირების პროგრამის შემდეგი ეტაპი, ახალი კანდიდატებისთვის მომდევნო წელს დაიწყება. ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 234,5 მილიონი ევრო. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფა და საქართველოში სიღარიბის შემცირება. მეტი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)