|
2021-07-07 11:08:50, 1065 ნახვა
რეგიონი
სახელმწიფო ხელშეწყობით, შიდა ქართლის რეგიონში ახალი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხითში, ახლადგახსნილი სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა. „ჩვენი პოლიტიკა არა ფრაგმენტული, არამედ თანმიმდევრული და სისტემურია. ამის მაჩვენებელია ის, რომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან მესამე წელს, უკვე შემნახველი და სამაცივრე მეურნეობების თანადაფინანსება დავიწყეთ. ამ წლების განმავლობაში, რამდენი მეურნეობა შეიქმნა თანადაფინანსებით, ხოლო 2021 წელს, უფრო მეტი განაცხადი და დაინტერესება მივიღეთ. ეს იქნება მზარდი პროგრესი, რადგან თანამედროვე, ინტენსიური ბაღები, რომელიც ჩვენ გავაშენეთ, დაახლოებით 14-15 ათასი ჰექტარია და საჭიროებს ადეკვატურ შემნახველ-გადამმუშავებელ ინფრასტრუქტურას. ეს ნიშნავს, რომ „ტირიფონის ხილის“ მსგავსი თანამედროვე სამაცივრე მეურნეობა გვჭირდება ასეულობით. ხელისუფლების ათწლიანი გეგმაც ზუსტად ამას ითვალისწინებს, რომ თანმიმდევრულად, მიწოდების ჯაჭვში სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებული იყოს ყველა საჭირო კომპონენტი, რათა ქართული პროდუქცია იყოს მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კომპანიის ,,ტირიფონის ხილი“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმო აღჭურვილია იტალიური და გერმანული წარმოების სამაცივრე დანადგარებით. საწარმოში 1,000 ტონა ხილის შენახვაა შესაძლებელი. სამაცივრე მეურნეობას გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მიღებული აქვს 600,000 ლარის გრანტი, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 1,5 მლნ ლარს შეადგენს. ტექნიკური დახმარების პროგრამით, სამაცივრე მეურნეობაში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების ISO 22 000 დანერგვა მიმდინარეობს. სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხარდაჭერილია 50-მდე სამაცივრე და შემნახველი მეურნეობა; დაფინანსება, ჯამურად, 23.8 მლნ ლარს აღემატება.
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)