|
2021-07-06 15:42:35, 1205 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ექსპორტზე ორიენტირებულ და იმპორტჩამნაცვლებელ ბიზნესებს მხარდაჭერის ახალ, კომპლექსურ ბერკეტს შევთავაზებთ
„პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში," რომელმაც არაერთხელ დაადასტურა თავისი ეფექტურობა, მათ შორის, განსაკუთრებით, 2020 წლის კრიზისის დროს, როცა გაკოტრებას გადაარჩინა ბევრი საწარმო, ხოლო სამუშაო ადგილის დაკარგვას - ათასობით ადამიანი, განახლებული სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას და კვლავ იქნება სწრაფი განვითარების ამოცანებზე ორიენტირებული", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა „ბიოლში" გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა, სადაც საქართველოს ეკონომიკის განვითარების ათწლიანი ხედვა წარადგინა. მინისტრის ინფორმაციით, ერთ-ერთი სიახლე იქნება ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტის ჩამნაცვლებელი პოტენციური დარგებისთვის წახალისების სპეციალური მხარდაჭერის მექანიზმების შეთავაზება. „იდენტიფიცირებული გვაქვს 50-მდე სხვადასხვა დარგი, სადაც გაგვაჩნია ამის დიდი პოტენციალი. ჩვენ მათ შევთავაზებთ კომპლექსურ, ერთიან ბერკეტს, რომელიც, ერთდროულად მოიცავს სესხის პროცენტის სუბსიდირებას, საკრედიტო-საგარანტიო მხარდაჭერას და ასევე სრულიად ახალ კომპონენტს - გრანტს" - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განმარტებით, ამ კომპლექსურ, ერთიან პაკეტში სესხის პროცენტის სუბსიდირება გაგრძელდება სესხის მთელი ხანგრძლივობის პერიოდში და არა 3 წლის მანძილზე, როგორც დღეს გვაქვს, ხოლო გრანტი იქნება სესხის მოცულობის 15 პროცენტი, მაქსიმუმ ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით. „რატომ გრანტი? - იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც არის ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული მცირე ბიზნესში და რაც ხელს უშლის სახსრების მეტად მოზიდვას, განვითარებასა და გადაიარაღებას, არის საკუთარი კაპიტალის ნაკლებობა. სწორედ ამ პრობლემის ადრესირებას ვაკეთებთ გრანტით და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება საექსპორტო და იმპორტჩამნაცვლებელი ინდუსტრიებისთვის"- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოში დამატებით რუსეთის 20-მდე ქალაქიდან ფრენის ნებართვა მოითხოვა
სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)