|
2021-07-06 13:25:52, 945 ნახვა
კომენტარი
კახა კუჭავა - სამარცხვინო იყო, რაც გუშინ ვიხილეთ, ათ-ათი კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია?
ის, რაც გუშინ ვიხილეთ იყო სამარცხვინო, რაც ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რითაც თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, გუშინდელ ქმედებებს გამართლება არ აქვს და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა. „ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ეს იყო სამარცხვინო, ის რაც ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება, ქმედებები, რასაც არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს, არანაირი „მაგრამ“. არ შეიძლება გამართლებული იყოს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და აუცილებლად დასაგმობია ყველას მხრიდან. ჩვენ ისტორიულად ქვეყანას გვაერთიანებს სიყვარული და რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას. რაც გუშინ ვიხილეთ რელიგიის სახელით განხორცილებული ეს ქმედებები უბრალოდ მიუღებელია! მართლა არ მესმის, ათ-ათი კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია ან ვაჟკაცობაში თვლიან, თუ ვისი სახელით აკეთებენ ამას?! განსაკუთრებით მიუღებელია, როცა თავდასხმა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ხდება, როცა ისინი თავის საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება და არც უნდა მიეცეს არავის საშუალება რომ შეაფერხონ მათი საქმიანობა. ჩვენ ქვეყანაში მსგავს სიძულვილის ადგილი არა აქვს. ტურისტიც კი დაზარალდა, არის დაჭრილი. ჩვეულებრივ მოქალაქეებს დასდევდნენ ქუჩაში. ხვალ ამ ადამიანების შვილები შეიძლება იყვნენ ჟურნალისტები და ოპერატორები და მათ შვილებზე ასეთი ქმედება უნდა გაამართლონ?! ერთადერთი გამოსავალი არის მკაცრი რეაგირება, ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, ვინც ამ ძალადობაში იღებდა მონაწილებას და მკაცრი რეაგირება, უნდა დაისაჯოს ყველა“, - განაცხადა კახა კუჭავამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს, რომლის შედეგად დაშავდა მედიის 55-მდე წარმომადგენელი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 11 პირი დააკავა.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)