|
2021-07-06 12:04:56, 540 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით DataFest Tbilisi-ს მორიგი ვორქშოპი გაიმართება
„საქართველოს ბანკისა“ და DataFest Tbilisi-ს თანამშრომლობით, 7 ივლისს, 16:00 საათზე ვორქშოპი სახელწოდებით „Applied Deep Reinforcement Learning“ გაიმართება. ღონისძიება ონლაინ, Zoom-ის ფლატფორმის გამოყენებით ჩატარდება. დასწრება ნებისმიერ მსურველს, აღნიშნულ ბმულზე რეგისტრაციის გავლით შეუძლია https://bit.ly/3qwtgAe შეხვედრას პროგრამული ინჟინერიის განხრით, Microsoft-ის კონტრაქტორი შოთა ელყანიშვილი გაუძღვება. ვორქშოპი მოიცავს როგორც მანქანური სწავლების ერთ-ერთ მიმდინარეობაზე- Deep Reinforcement Learning-ზე თეორიული ინფორმაციის გაზიარებას, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს, სადაც მონაწილეები თეორიულ მასალაზე დაყრდნობით შექმნიან სისტემას PyTorch-ის (მანქანური სწავლების ერთ-ერთი ფრეიმვორქის) გამოყენებით. ვორქშოპის სამუშაო ენა ქართულია. დასწრების მსურველებს, სასურველია, ჰქონდეთ მანქანური სწავლების, კერძოდ ნეირონული ქსელების ბაზისური ცოდნა. „უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ბანკი DataFest Tbilisi-სთან პარტნიორობით არაერთი ღონისძიების თუ სემინარის მხარდამჭერია. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა კიდევ ერთ ასეთ ვორქშოპს - „Applied Deep Reinforcement Learning“ დავუჭიროთ მხარი. ვორქშოფის მეშვეობით დამსწრეები გაეცნობიან ახალ ალგორითმს და მისი გამოყენების გზებს, რის შემდეგაც მონაწილეები შეძლებენ სისტემის თავად აწყობას. საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს მეტი მსგავსი შეხვედრის ორგანიზებას, რადგან ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა პროგრამული ინჟინერებისთვის, მიიღონ სასარგებლო რჩევები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია სფეროს პროფესიონალებისგან“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ. ინფორმაციისთვის, შოთა ელყანიშვილი Micrsoft-ის კონტრაქტორია, პროგრამული ინჟინერიის განხრით. მანამდე კი, საქართველოს ბანკში მონაცემთა მეცნიერად მუშაობდა. ის, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამა "ლიდერატორის" და ინფორმატიკის ცენტრ მზიურის ლექტორია.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)