|
2021-07-05 15:38:18, 905 ნახვა
კომენტარი
პრემიერის მსგავსად, ირაკლი კობახიძეც მიიჩნევს, რომ „თბილისი პრაიდის“ უკან რადიკალური ოპოზიცია და „ნაცმოძრაობა“ დგას
პრაიდის რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ის რაც დღეს თბილისში მოხდა, პრაიდის უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესში იყო. „მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკალაციისთვის. ჩვენ ვაფრთხილებდით პრაიდის ორგანიზატორებს, რომ მათ მიერ დაგეგმილ აქციას შეიძლებოდა გამოეწვია მოწინააღმდეგეთა აგრესია და ვითარების დეესკალაცია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებდით მათ, თავი შეეკავებინათ აქციის ორგანიზებისკენ. ამისკენ მოუწოდა პრაიდის ორგანიზატორებს დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა. პრაიდის რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები. მინდა შევახსენო ყველას, რომ ის რაც ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ პრაიდის უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში. საზოგადოების დაპირისპირება, ვითარები დაძაბვა, ანტიდასავლური გრძნობების გაღვივება არის ის, რასაც ეს პოლიტიკური ძალები ესწრაფოდნენ მთელი ამ წლების განმავლოაბში. ამის მისაღწევად ისინი ახლაც ყველაფერზე არიან წამსვლელი. მოვუწოდებთ ყველას, არ მისცენ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ძალებს სიტუაციის მათი სცენარის მიხედვით განვითარების საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი მარშის ორგანიზატორების უკან მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)