|
2021-07-05 12:04:26, 762 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი: 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებებით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება
2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებებით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში: • COVID-19-ის მართვის ნაწილში ჯანდაცვის ხარჯები იზრდება 446,0 მლნ ლარით; • ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებისთვის გამოიყოფა 75,0 მლნ ლარი; • დევნილთა სახლებით უზრუნველყოფაზე დამატებით მიიმართება 35,0 მლნ ლარი; • სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება იზრდება 177,0 მლნ ლარით; • ეკონომიკის მწარმოებლური სექტორების ხელშეწყობისთვის დამატებით გათვალისწინებულია 55,0 მლნ ლარი; • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დამატებით მიიმართება 220,0 მლნ ლარი; • განათლების დაფინანსება იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო სპორტის დაფინანსება 30,0 მლნ ლარით; • დამატებითი 30,0 მლნ ლარია გათვალისწინებული თავდაცვის სამინისტროს, რაც აუცილებელია ჩვენს მიერ დაწყებული პროექტების შეუფერხებლად განსახორციელებლად. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, პროექტი ხვალ წარედგინება საქართველოს პარლამენტს, სადაც განხორციელდება თითოეული მიმართულების დეტალური განხილვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)