15:54 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-04 16:58:13, 974 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ევროვინგსის ხელმძღვანელობასთან ვისაუბრეთ ქუთაისში ფრენების დაწყების შესაძლებლობაზე

„ავიაკომპანია „ევროვინგსის" პირველ რეისს თბილისს ეწვია ავიაკომპანიის მმართველი გუნდი. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვქონოდა მათთან შეხვედრა, რომელიც იყო საკმაოდ ნაყოფიერი.

შეხვედრისას ვისაუბრეთ, რომ  გაფართოვდეს „ევროვინგსის" დაფარვის ზონა საქართველოში და თბილისის გარდა, მათ ასევე იფრინონ ქუთაისის განახლებულ აეროპორტში. ჩვენ ვხედავთ, რომ მზარდია მოთხოვნა „ევროვინგსის" რეისზე თბილისის მიმართულებით.

სწორედ ამიტომაც მოლაპარაკება შეეხო ახალი ევროპული მიმართულებით შესაძლო ოპერირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანია „ევროვინგსთან" შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ „ევროვინგსის" საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ივან ორეკი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.

დღეიდან ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია „ევროვინგსმა" დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ავიაკომპანია აღნიშნულ რეისზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოში დამატებით რუსეთის 20-მდე ქალაქიდან ფრენის ნებართვა მოითხოვა
სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics