15:54 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-04 11:19:04, 1149 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ცირკულარული ეკონომიკის შესახებ სემინარი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ცირკულარული ეკონომიკის შესახებ გამართულ სემინარს დაესწრო. მინისტრის მოადგილემ საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის მიდგომებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

როგორც სოლომონ პავლიაშვილმა  სემინარზე აღნიშნა, ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების დანერგვა სამრეწველო ნარჩენების შეკვეცის, საშიში ნივთიერებების წარმოებისა და მათი ზემოქმედების შემცირების, კლიმატური ცვლილებების შერბილებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობას იძლევა.

„ცირკულარული ეკონომიკური სისტემა ბუნებრივ რესურსებს მაქსიმალურად ეფექტიანად მოიხმარს, მასალებისა და პროდუქციის ღირებულებას მათი წრებრუნვის გზით ინარჩუნებს და ეკონომიკური საქმიანობის მავნე ზემოქმედებას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ამცირებს. დღეს, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც კი, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან; ამ ეტაპზეა საქართველოც. ცირკულარული ეკონომიკა  ეფექტიანი გზაა  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელოვანი ნაწილის მისაღწევად“, - განაცხადა შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოში დამატებით რუსეთის 20-მდე ქალაქიდან ფრენის ნებართვა მოითხოვა
სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics