|
2021-07-01 17:48:59, 615 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, ეკონომიკაში უნდა გამოვიყენოთ მეტი თანამედროვე, უფრო გონივრული ტექნოლოგია
21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევად, ბევრ სხვა გამოწვევასთან ერთად, კლიმატის ცვლილება რჩება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 2024 წლისთვის იგეგმება ევროკავშირში განაცხადის გაკეთება, შესაბამისად, საქართველოც იზიარებს იმ პასუხისგებლობას, რომლის ნაწილია, რომ 2030 წლისთვის, უპირობოდ უნდა შევამციროთ სათბურ აირების ემისიის 35%. „21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევად, ბევრ სხვა გამოწვევასთან ერთად, კლიმატის ცვლილება რჩება. კლიმატის ცვლილების შერბილება არის თითოეული ქვეყნის ვალდებულება. საქართველო პარიზის შეთანხმების მონაწილეა. ჩვენმა ქვეყანამ უკვე დაამტკიცა ამბიციური ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ევროკავშირის ქვეყნები თანხმდებიან, რომ მათ აქვთ აღებული მაქსიმალური პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით. ჩვენ განვაცხადეთ, რომ 2024 წლისთვის ჩვენ ვაპირებთ ევროკავშირში განაცხადის გაკეთებას, შესაბამისად, საქართველოც იზიარებს ამ პასუხისგებლობას, რომლის ნაწილია, რომ 2030 წლისთვის, ჩვენ 35% უპირობოდ უნდა შევამციროთ სათბურ აირების ემისია. თუმცა, საქართველო მზად არის და ევროპელ პარტნიორებთან ერთდ მუშაობს იმაზე, რომ ჩვენ შევუერთდეთ მწვანე შეთანხმებას და გავხდეთ კარბონეიტრალური ქვეყანა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ დონორებთან ერთად გვექნება ბევრი სამუშაო. საბოლოოდ, როცა კლიმატის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ეკონომიკაში უნდა გამოვიყენოთ მეტი თანამედროვე, უფრო გონივრული ტექნოლოგია. 7 დარგის მიხედვით, განსაზღვრულია თანამედროვე გონივრული ტექნოლოგიების დანერგვა, რათა ეკონომიკური განვითარება იყოს მდგრადი, კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედება იყოს მინიმალური. სატყეო სექტორის განვითარებით, ალტერნატიული ენერგიების გამოყენებით ჩვენ უნდა მოვახერხოთ კლიმატის ცვლილების შერბილება, რაც უმნიშვნელოვანესი ამოცანაა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)