|
2021-07-01 16:20:05, 372 ნახვა
საზოგადოება
ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ფოთის პორტში ახალი მეტეოსადგური განათავსა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ფოთის პორტის აკვატორიაში განთავსებული ამორტიზებული სახმელეთო მეტეოსადგური ახალი სადგურით ჩაანაცვლა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მეტეოსადგური გლობალური ლიდერი კომპანია VAISALA- ს მიერ არის წარმოებული. მგრძნობელობის უმაღლესი ხარისხის მქონე სენსორებით და სპეციალიზირებული პროგრამით უზრუნველყოფილი ახალი მეტეოსადგური ქარის სიჩქარის, ქარის მიმართულების, ჰაერის ტემპერატურის, ნალექიანობის და ტენიანობის შესახებ ზუსტი მონაცემების მოწოდებას ახდენს - აღნიშნული მონაცემები გემებისთვის.ძალიან მნიშვნელოვანია. საზღვაო ნაოსონობის უსაფრთხოება საქართველოს საზღვაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. საზღვაო მეტეოროლოგია ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი დარგია, რომელიც ზღვაზე ნაოსნობისთვის რთული (საშიში) მეტეო მდგომარეობის წინასწარ პროგნოზირებას ახორციელებს. „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური 24 საათიან რეჟიმში, პერიოდულად ახდენს საზღვაო საქმიანობაში ჩართული ყველა მცურავი საშუალების, ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის ზღვაზე ფაქტიური მეტეოროლოგიური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს საზღვაო სივრცეში საზღვაო საფრთხეებისა და ინციდენტების პრევენციისთვის“,- აღნიშნა საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფული სამსახურის დირექტორმა რევაზ ბაბილუამ. ანალოგიური სადგურების განთავსება ბათუმის პორტსა და საქართველოს სანაპირო ზოლის სხვადასხვა ლოკაციებზე იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)