|
2021-07-01 13:49:46, 403 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ჩვენი მიზანია, შემდეგი 10 წლის პერსპექტივაში თითქმის გავაორმაგოთ დაფარული ფართობები და გამოშვება ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მიხედვით
„გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა. „ჩვენი მიზანია, შემდეგი 10 წლის პერსპექტივაში თითქმის გავაორმაგოთ დაფარული ფართობები და გამოშვება ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მიხედვით; იმისთვის, რომ ამბიციური გეგმები შევასრულოთ, ის ძალისხმევა რასაც სახელმწიფო წევდა 2012 წლიდან-2021 წლის ჩათვლით, კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. სწორედ ამისთვის, საჭიროა მეტი ფინანსური რესურსების მობილიზება და ამაში ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მთავრობის და პარლამენტის, რათა მეტი რესურსების მობილიზება მოხდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი ხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, აქცენტი გაკეთდება სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისების სტიმულირებაზე და სასათბურე მეურნეობების შექმნაზე, რაც უზრუნველყოფს ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურებით დაფარული მიწის ფართობების 500 ათას ჰა-მდე ზრდას, უზრუნველყოფილი იქნება 3,7 მლნ ტონამდე წარმოება - ძირითადად, საექსპორტო და იმპორტჩანაცვლების პოტენციალის მქონე კულტურებით, რაც მოიცავს, როგორც სასურსათო პროდუქციას, ასევე, ცხოველთა საკვებწარმოების მიმართულებას. დღეისათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი მრავალწლოვანი ხეხილის ნარგაობა და ერთწლოვანი კულტურების ნათესი ფართობი 300 ათასი ჰექტარს აღემატება. მათ შორის, მხოლოდ პროგრამით „დანერგე მომავალი“ ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 14 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)