|
2021-07-01 11:52:43, 841 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობოები შსს-ს „ღირსების მარშის“ მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას" მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას „ღირსების მარშის" მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება. ამასთანავე, სამოქალაქო პლატფორმა მიმათავს შსს-ს, ჰქონდეს დროული რეაგირება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების მცდელობაზე. „კონტრაქციის ორგანიზატორთა საჯარო განცხადებები გაჯერებულია მუქარის შემცველი და ძალადობრივი მოწოდებებით აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეთა მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის მარშის მონაწილეთა უსაფრთხოებას. საგულისხმოა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ამ დრომდე საჯაროდ არ გაცხადებულა მზაობა ღირსების მარშის მონაწილეთა უპირობო დაცვის შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონით გარანტირებულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. კანონის მიხედვით, აკრძალულია ძალადობის პროპაგანდა და მოწოდებები, რომელიც აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. აღსანიშნავია, რომ კონტრაქციის ორგანიზატორთა განცხადებები მის ძალადობრივ მიზანზე მიუთითებს და საფრთხეს უქმნის მარშის მონაწილეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სისხლის სამართლის კოდექსის 2391 მუხლის თანახმად, დასჯადია რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვადასტურებთ შეკრებისა და მანიფესტაციების კონსტიტუციური უფლების შეუფერხებლად რეალიზების მნიშვნელობას და მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: ● ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების მცდელობებზე; ● უპირობოდ დაიცვას ღირსების მარშის მონაწილეთა უფლებები და უსაფრთხოება", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას" წევრი ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), უფლებები საქართველო (Rights Georgia), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), თანასწორობის მოძრაობა, საფარი
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)